ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:14
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 15

„გენდერული საკონსულტაციო საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური მართვა".

 

რა ფუნქცია ექნება გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, ვინ მოიაზრება მის წევრად, რა ფორმით ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, როგორ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრაში, გენდერული საჭიროებების კვლევასა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში - ბათუმის საკრებულოს წევრებთან ფონდის წარმომადგენლებმა რიგით მესამე შეხვედრა მოაწყვეს, სადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა ვერულიძემ კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ ფონდი „სოხუმის" პროექტი მიმართულია სახელმწიფო და სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ. მისი აზრით, სასურველია მოქალაქეთა მეტი ჩართულობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა - ითანამშრომლონ ქალთა ორგანიზაციასთან პროექტით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში. პირველი ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდსა და საკრებულოს შორის, რაც შეთანმების სტადიაშია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 16.11.2013

წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი დებატები გაიმართა. `

მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახურ კონფლიქტზე, რომელიც ხშირად ძალადობით მთავრდება. მონაწილეთა უმრავლესობა ბიჭი იყ. მათი აზრით, მსგავსი დებატების შემდეგ  პოზიტიური ცნობიერება ყალიბდება ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობისთვის ნაკლები რისკი არსებობს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 15.11.2013

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ესტუმრნენ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია და დროებით სხვა შენობაშია  განთავსებული.

მუზეუმის თანამშრომლები გაეცნენ ფონდი „სოხუმის" საქმიანობას, მიიღეს ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ.

ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისთვისაც საინტერესო იყო  მუზეუმის ისტორია.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მის ფონდებში თავმოყრილია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები. როგორც მუზეუმის დირექტორმა ამირან კახიძემ აღნიშნა, მუზეუმის 37  თანამშრომლიდან უმრავლესობა (27) ქალბატონია! ამიტომ, გასაკვირი არ არის მათი სურვილი - კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ ქალები ყველა სფეროში.

მუზეუმის რეაბილიტაციას ადგილობრივი თვითმართველობა აფინანსებს. მისი დასრულება თებერვალშია დაგეგმილი. დამთვალიერებლებს შორის ერთ–ერთი პირველები ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იქნებნ. მათ განახლებულ მუზეუმი  შეხვედრის ჩატარებაც შეეძლებათ, რაც ხელს შეუწყობს კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 871 | დაამატა: admin | თარიღი: 15.11.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0