„ნარკოდამოკიდებულება” - ასეთი იყო თემა მრგვალი მაგიდისა, რომელიც ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ფოთის მე-15 სკოლაში
ჩაატარეს. შეხვედრას ესწრებოდა 30 მეცხრეკლასელი გოგონა და ბიჭი.
მოსწავლეები მსჯელობდნენ ნარკოდამოკიდებულებაზე მოზარდებში და მისი პრევენციის საკითხებზე.
ბევრისთვის ნარკოდამოკიდებულება
დაავადებაა, რომელიც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, ზოგისთვის კი დანაშაული, ვინაიდან ნარკოდამოკიდებული ადამიანი ზიანს აყენებს როგორც საკუთარ
თავს და ოჯახს, ისე
საზოგადოებას.
პრევენციაში მოზარდები დიდ პასუხისმგებლობას
აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს. საჭიროდ მიიჩნევენ
ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ჰუმანურ მიდგომას,
რადგანაც მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მათი განკურნება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna
till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |