კამპანიის მეორე
დღეს ქუთაისში მცხოვრებმა ახალგაზრდა ლიდერებმა ქალაქის ცენტრში - ყველაზე ხალხმრავალ
ადგილებში დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ბაფთები და უამრავ ადამიანს გააცნეს
კამპანიის შესახებ.
სენაკში გოგონებმა
დასუფთავების აქცია მოაწყვეს და გამვლელთა ყურადღება მიიქციეს იმითაც, რომ მათ 16–დღიანი კამპანიის შესახებ ესაუბრნენ
და საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს.
სენაკის ახალგაზრდულმა
ცენტრმა ქალაქის მცხოვრებლებს შესთავაზა უჩვეულო სანახაობა - ფლეშმობი. შეიკრიბა უამრავი
ადამიანი, რომელთაც შეიტყვეს კამპანიის შესახებ და იმის თაობაზეც, რაოდენ მნიშვნელოვანია
ძალადობის პრევენციაში თითოეული ჩვენგანის ჩართვა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |