კვირა, 24.11.2024, 00:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 25

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას და გააცნეს ინფორმაცია 16–დღიანი კამპანიის   შესახებ.

კამპანიის დაწყების თაობაზე მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმაც.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013







ფონდი „სოხუმის" აქციები არავის უკვირს, რადგან 10 წელზე მეტია, სწორედ ამ ფორმით გამოვხატავთ პროტესტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

ქუთაისი

2 საათზე ქალაქის მერიის გვერდით უკვე იდგნენ აქციის მონაწილენი - ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წევრები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები, სასკოლო ფორუმ–თეატრების მსახიობები, ჟურნალისტები...

სლოგანები ადრინდელზე მეტი იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთმა:

„ბოლო თვეებში დასავლეთ საქართველოში ძალადობისგან 7 ქალი დაიღუპა!

გაეროს კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

SOS - ძალადობა ჩვენს გვერდითაა!"

აქცია, ტრადიციულად, მდუმარედ მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში.

აქციის პარალელურად – რიგდებოდა საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ბაფთები, ტელე და რადიოჟურნალისტები იწერდნენ ინტერვიუებს...


http://megatv.ge/portfolio/ბოლო-მოვუღოთ-ქალთა-მიმარ/


http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=2800


 

ხურჩა

ხურჩაში აქციაზე შეიკრიბა 40–მდე ადამიანი - ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები.

აფხაზეთთან ახლოს შეკრებილთათვის განსაკუთრებით აქტუალურია კამპანიის მთავარი სლოგანი: „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ"

აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს გაუგზავნეს სამშვიდობო გზავნილი.

 

ფოთი

ერთად - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეიკრიბნენ  აქციაზე ფოთში.  ფონდი „სოხუმის" აქტივისტებს შეუერთდნენ სამეგრელოს გენდერული ქსელის წარმომადგენლები, პედაგოგები და ჟურნალისტები.

აქციის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა ინტერნეტ–ტელევიზიაში „თავისუფალი სიტყვა".


 http://tspress.ge/ka/site/articles/15059/


სენაკი

ხალხმრავალი აქცია გაიმართა სენაკში. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: საკრებულო და გამგეობა, წითელი ჯვრის საზოგადოება, მედმუშაკები, დასუფთავების სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ქალაქისა და მენჯის სკოლების წარმომადგენლები.

აქციამ მთელი ქალაქის ყურადღება მიიპყრო მხარდამჭერთა სიმრავლითა და აქტუალური სლოგანებით.

 

წყალტუბო

ტრადიციულად, აქცია დაიწყო ქალაქის ცენტრალურ პარკში. შემდეგ კი აქციის მონაწილეები გადავიდნენ სპორტის სასახლეში, სადაც იმართებოდა ფლეშმობი.

ორივე ღონისძიების მონაწილეები გაერთიანდნენ - გამოცხადდა კამპანიის შესახებ, დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...

ფლეშმობის მონაწილეებმა თეთრი ბაფთებით განაგრძეს გამოსვლა.

ასე ერთიანად გამოხატეს მხარდაჭერა წყალტუბოში.

 

ხონი

აქ 40–მდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრალურ სკვერში - ახალგაზრდებს შორის იყვნენ გოგონებიც და ბიჭებიც.

სლოგანებმა და საინფორმაციო მასალებმა კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ქალაქის მოსახლეობას.

მონაწილეებმა აქციის შემდეგ შემოიარეს  მაღაზიები, ბანკები,  ბაზარი და გაავრცელეს ათობით საინფორმაციო ფურცელი. 




კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 867 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013


საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის დაწყება, ამ კამპანიაში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის მასშტაბები კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ტელეკომპანია „რიონის" ეთერში გასულმა ტელეგადაცემამ.

 „დილიდან უამრავი მოლოცვა მოგვივიდა კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თავიდან ცოტა გვეუცხოვა, შემდეგ კი ეს აღვიქვით, როგორც კამპანიის მნიშვნელობისა და სოციალური ღირებულების აღიარება. წელს გვქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებებისაგან მთელ დასავლეთ საქართველოში - დასაწყისში მათ თვალსაჩინო ადგილებში განათავსეს კამპანიის ატრიბუტიკა.  აქტიურად გვიჭერს მხარს ცენტრალური და რეგიონალური მედია - დიდი პატივისცემით ვაფიქსირებთ ჟურნალისტების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. ასზე მეტ ღონისძიებაში ფონდ „სოხუმთან" ერთად პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან და ეს აძლიერებს საერთო ძალისხმევას პრობლემის დასაძლევად", - განაცხადეს გადაცემის მონაწილეებმა.

„სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობა ყველას მიერ არ არის აღქმული, როგორც საზოგადოებრივი სატკივარი, არ არის დანახული, როგორც სოციალური ბოროტება", - ასე მიიჩნევენ ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მონაწილეები. მათ პირდაპირ ეთერში გაითამაშეს სცენები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ყოველდღე მიმდინარე დამანგრეველ პროცესს გვიჩვენებს. მათი შედეგების გამოსწორება ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

გადაცემას ერთვოდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდის მიერ გამართულ აქციებს, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა საზოგადოების დიდი ნაწილის შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.

 

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 767 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

ლიდერ გოგონათა სკოლის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში. მათ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ადგილას ჩატარებულ აქციებში და თავიანთი ღონისძიებების ჩატარებაც დაიწყეს.

 

ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის ხურჩის ჯგუფმა საინტერესოდ წარმართა მრგვალი მაგიდა, სადაც გენდერული ძალადობის თემა განიხილეს.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...

თითოეულ  მონაწილეს მკერდზე ეკეთა კამანიის სიმბოლო - თეთრი ბაფთა.

რგვალ მაგიდაზე დაფიქსირდა, რომ სოფლებში, განსაკუთრებით ხურჩაში, მენტალიტეტი და სტერეოტიპები იმდენად ძლიერია, რომ ქალი ოჯახში გენდერული ძალადობის მსხვერპლია და აღნიშნეს, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით დანაშაულია და მის  წინააღმდეგ ყოველდღიური  მუშაობაა საჭირო.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

დღეს 25 ნოემბერია - ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!

დღეს დაიწყო საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

 

პირველად ჩვენი კამპანიების 12–წლიან ისტორიაში პირველები ადგილობრივი თვითმმართველობები ჩაერთნენ - ცენტრალურ გზაზე ფოთში რამდენიმე დღით ადრე გაიკრა ლენტა წარწერით „ერთად – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!"

სენაკში ძლიერი ქარის გამო ორჯერ მოუწიათ ლენტის გაკვრა, ზუგდიდში კი სახანძრო ბრიგადის დახმარება დასჭირდათ.

 

ქუთაისში კამპანიის დაწყებამდე დაიდგა ბილბორდი მოწოდებით „ერთად – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!"

 

დღეიდან ლენტები იფრიალებს ხონის, წყალტუბოსა და ქუთაისის ცენტრალურ გზებზე...

 

ასე აქტიურად ჩაერთნენ ჩვენთან ერთად საკრებულოები, მერიები და გამგეობები!

ასე დაიწყო კამპანია! 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის დაწყება, ამ კამპანიაში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის მასშტაბები კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ტელეკომპანია „რიონის" ეთერში გასულმა ტელეგადაცემამ.

 „დილიდან უამრავი მოლოცვა მოგვივიდა კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თავიდან ცოტა გვეუცხოვა, შემდეგ კი ეს აღვიქვით, როგორც კამპანიის მნიშვნელობისადა სოციალური ღირებულების აღიარება. წელს გვქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებებისაგან მთელ დასავლეთ საქართველოში - დასაწყისში მათ თვალსაჩინო ადგილებში განათავსეს კამპანიის ატრიბუტიკა.  აქტიურად გვიჭერს მხარს ცენტრალური და რეგიონალური მედია - დიდი პატივისცემით ვაფიქსირებთ ჟურნალისტების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. ასზე მეტ ღონისძიებაში ფონდ „სოხუმთან" ერთად პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან და ეს აძლიერებს საერთო ძალისხმევას პრობლემის დასაძლევად", - განაცხადეს გადაცემის მონაწილეებმა.

„სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობა ყველას მიერ არ არის აღქმული, როგორც საზოგადოებრივი სატკივარი, არ არის დანახული, როგორც სოციალური ბოროტება", - ასე მიიჩნევენ ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მონაწილეები. მათ პირდაპირ ეთერში გაითამაშეს სცენები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ყოველდღე მიმდინარე დამანგრეველ პროცესს გვიჩვენებს. მათი შედეგების გამოსწორება ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

გადაცემას ერთვოდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდის მიერ გამართულ აქციებს, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა საზოგადოების დიდი ნაწილის შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.

 

  პროექტიხორციელდება  ორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 559 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0