„ძალადობა მოზარდებში" - ასეთი იყო ფონდ „სოხუმში" გოგონებთან გამართული
საინფორმაციო შეხვედრის თემა. მონაწილეებმა იმსჯელეს ძალადობის წარმოშობის
მიზეზებზე, განვითარებაზე და ნეგატიურ შედეგებზე. მათი აზრით, ბოლო დროს მოზარდებში
გახშირებული კონფლიქტური სიტუაციები სერიოზულ დაფიქრებად ღირს, რადგან შინაგანი აგრესია
ყოველთვის ნეგატიურად აისახება საზოგადოებაში.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ხელს შეუწყობს არაძალადობრივი
კულტურის ჩამოყალიბებას.
გოგონებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო
კამპანიაზე, რომელიც 25 ნოემბრიდან 10
დეკემბრამდე ტარდება. ახალგაზრდებმა
დააფიქსირეს, რომ მზად არიან, კამპანიაში
აქტიურად ჩაერთონ და პროტესტი გამოხატონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brot für die Welt –
Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |