ხონი
აზარტული
თამაშები და მათზე დამოკიდებული ახალგაზრდობა - აღნიშნული თემა ხონის
ახალგაზრდებისთვის აქტუალური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მონაწილეთა ნაწილი მსგავსი ტიპის თამაშებით
ხშირად სარგებლობს.
დებატებზე გულწრფელად აღინიშნა, რომ აზარტულ
თამაშებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდებისთვის, ასეთ დროს
ხშირია სუიციდის ფაქტებიც.
რეკომენდაციებში დაფიქსირდა სკოლის, ოჯახისა და
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
სენაკი
კონფლიქტები სახელმწიფოთა შორის და ახალგაზრდების
დამოკიდებულება - ამ თემით სენაკის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესდა. მონაწილეებმა
ცალსახად დააფიქსირეს, რომ სახელმწიფო კონფლიქტებს ხშირად კონკრეტული პიროვნებები წარმართავენ. მათი აზრით,
წინაკონფლიქტურ სიტუაციებში ახალგაზრდების ხმა უფრო ძლიერი უნდა იყოს, რომ პოზიტიურად იმოქმედოს ორივე
მხარეზე.
ფოთი
ოჯახში ძალადობის თემამ მწვავე დებატები გამოიწვია. განსაკუთრებით ბიჭები
აქტიურობდნენ. მათი აზრით, ქართული მენტალიტეტი იმდენად ძლიერია, მის
ტრანსფორმაციას წლები დასჭირდება. ამიტომაც, თუ გვსურს, რეალურად შევცვალოთ
შედეგი, ცვლილება ცალკეულმა ადამიანებმა საკუთარი თავით უნდა დაიწყონ.
ხურჩა
ხურჩის ახალგაზრდულმა ცენტრმა გენდერული თანასწორობის თემა აარჩია. ითქვა, რომ ამ
მიმართულებით ბევრია საკეთებელი, რადგან თანასწორობა ხშირად არასწორად
ესმით და ქალების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ
ის უსამართლობა, რაც მათ ოჯახებში ხდება, ბუნებრივია და ასე უნდა იყოს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
„ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |