შაბათი, 27.04.2024, 01:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 28

ლიდერთა სკოლის ხონის ჯგუფმა მრგვალი მაგიდა მოაწყო თემაზე: ძალადობა ბავშვებზე.

- მიზეზები, შედეგები, პრენვენციული ღონისძიებები - შეხვედრა ამ სქემით წარიმართა. მონაწილეებ დააფიქსირეს, რომ იმ ოჯახებში, სადაც ძალადობა ხდება, ბავშვები პოტენციური მსხვერპლნი ხდებიან. პრევენციულ მექანიზმებში აღინიშნა, რომ აუცილებელია უფრო მასშტაბური და კოორდინირებული მუშაობა ამ პრობლემის წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ბავშვები ნებისმიერი ფორმის ძალადობისაგან.

ღონისძიება 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და ყველა მონაწილემ მიიღო კამპანიის ატრიბუტები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2013

სანამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართული შეხვედრა კულმინაციას მიაღწევდა, იყო ლაპარაკი ფონდი „სოხუმის"ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, მრავალწლიან თანამშრომლობაზე და დიდ გამოცდილებაზე.

შემდეგ კი ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ  ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის" წევრები, მასმედიის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი გურიაში.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ცუდია, რომ დაგვჭირდა საუბარი გენდერზე, მაგრამ ფაქტია, რომ გვჭირდება...

მემორანდუმის ხელმოწერით აქტიურ თანამშრომლობას დაედო საფუძველი. იგრძნობოდა სამომავლო პოზიტიური შედეგებისა და ცვლილებების იმედი. 

 

https://www.facebook.com/media/set/?set=a.545750898840446.1073741848.228069353941937&type=1

 

http://guria.tv/2013/11/6047

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 808 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2013

ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები და კლასის  დამრიგებელი ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს.

 

მოსწავლეთა შთაბეჭდილებები:

თამარ ასათიანი: - იმ ბავშვებმა, რომლებმაც დღეს აქ წამოსვლა ვერ მოახერხეს, ბევრი დაკარგეს...

ირინე ჯობავა: - ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მიხარია, რომ პარლამენტი ჩემს ქალაქშია.

სოსო ჩხორთოლია: - ნამდვილად არ ველოდი ასეთ სანახაობას. ძალიან მომეწონა...

 

ღონისძიება 16–დღიან კამპანიას მიეძღვნა, მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ფონდი „სოხუმის" გამოცემები. მათ აღნიშნეს, რომ პატივისცემით მოეკიდებიან სხვების უფლებებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2013

ხონის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება მოეწყო. 15-წუთიანი ფილმი „ჩემოდანი", რომელიც სოფელში მცხოვრებ გოგონაზეა, ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდებმა გადაღე.

ღინისძიების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე და დაურიგდათ საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 726 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0