კვირა, 24.11.2024, 00:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 06

დასრულდა მუშაობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფონდ „სოხუმსა" და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ორის.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ პროექტის ასისტენტთან და იურისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს არა აქვს შენიშვნები ფონდ „სოხუმში" მომზადებულ მემორანდუმთან დაკავშირებით და ისინი მზად არიან, ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს.

გადაწყდა, რომ  უახლოეს მომავალში საკრებულოში მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია, რომ ყველა წევრმა გაიგოს თანამშრომლობის ახალი ეტაპის შესახებ და თავადაც ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 06.11.2013

ფოთში, დევნილთა ახალ დასახლებაში გაიმართა შეხვედრა რეპროდუქტოლოგთან, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკ ქალები და გოგონები. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ და ყველა შეკითხვაზე მიიღეს კიდეც პასუხი. ერთ–ერთი საკითხი, რაზეც  ყურადღება გამახვილდა, იყო - როგორ ავარიდოთ თავი არასასურველ ორსულობას?

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ აფიქრებს მათ, რომ დროულად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები, რათა თავიდან აიცილონ დაავადებები. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია

Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 06.11.2013

ბათუმში გრძელდება ახალგაზრდული ფორუმ–თეატრების დრო!

ქალაქის სამ სკოლაში მსახიობთა შერჩევა დასრულდა. შემდეგ იყო რეპეტიციები და  წარმოდგენების ჯერიც დადგა.

ძალიან საინტერესი სცენარები გამოვიდა: მეორე სკოლის მოსწავლეებმა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გაამახვილეს ყურადღება, პირველი სკოლის სცენარი სკოლაში ძალადობას ეხებოდა, მეშვიდე სკოლას კი ჰქონდა სხვადასხვა სცენა და მათ შორის - მეგობრებს შორის ძალადობა.

წარმოდგენებს დაესწრნენ სკოლის ხელმძღვანელები, მათ ძალიან მოეწონათ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.  

პატარა პროექტი თავის მისიას ასრულებს - სკოლებში ფორუმ–თეატრები ჩამოყალიბდა. აწი მათი დახვეწაა საჭირო ტექნიკურად და შინაარსობრივად. ამაში ახალბედა მსახიობებს ტრენინგები და მასტერ–კლასები დაეხმარებათ.

მანამ კი - ისევ რეპეტიციები, რომელთაც დამოუკიდებლად ჩაატარებენ...

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 850 | დაამატა: admin | თარიღი: 06.11.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0