ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია". შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, ახალგაზრდები, დევნილი ქალბატონები.
გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და შემუშავდა შესაბამისი წინადადებები.
მონაწილეებს დაურიგდათ 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცემული
პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები და კალენდრები.
დამსწრეებმა გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა კამპანიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნეს, რომ სოლიდარობის ნიშნად თეთრ ბაფთებს ატარებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |