კვირა, 24.11.2024, 00:19
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის შესახებ გაიგეს ყველა კოლექტიურ ცენტრში, სადაც ფონდი „სოხუმის" მობილიზატორები მუშაობენ.

სენაკში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთსა და ხურჩაში ჩატარდა 36 საინფორმაციო  შეხვედრა. 

შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის შესახებ და ამასთან ერთად - ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები.

მობილიზატორებმა შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთანაც.

სოლიდარობის ნიშნად ყველა მონაწილემ გაკეთკამპანიის სიმბოლო - თეთრი ბაფთა. მათ შეიგრძნეს პრობლემის აქტუალობა და აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრების შედეგად  ფართოვდება მათი საინფორმაციო არეალი და მეტი სტიმული ეძლევათ საკუთარი უფლებების დასაცავად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2013

ნოემბრის განმავლობაში გრძელდებოდა ფონდი „სოხუმის" იურისტების შეხვედრები ქალებთან.

სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული კონსულტაციების ძირითადი თემები იყო: ოჯახში ძალადობა, ქონების პრივატიზაცია, ბინის ამხანაგობები და მათი მნიშვნელობა, ახალი შრომის კოდექსი.

შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. გარდა საერთო თემებისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები (ავადმყოფობის ჯგუფის დადგენა; ბინების რემონტი; პირადობის მოწმობის აღება; სამოტივაციო წერილის დაწერა და სხვა).

მომზადდა წერილები დევნილთა სამინისტროსა და განათლების მინისტრის სახელზე კონკრეტული სტუდენტების სწავლების გადასახადის შემცირების თაობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2013

16-დღიანი კამპანიის პეიოდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

მათ მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებით, ასევე ფონდისოხუმის" აქტივობებზე კამპანიის ფარგლებში.

შეხვედრებზე ძალადობის პრობლემის არსებობა ერთხმად იქნა აღიარებული და ამ კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0