ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 22

50-მდე ადამიანი შეიკრიბა სამოქალაქო ფორუმზე ბათუმში (სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები).

ფორუმის თემად შერჩეული იყო:  ოჯახში ძალადობა -  საზოგადოებრივი სატკივარი.

ექსპერტების გამოსვლის შემდეგ მუშაობა ჩატარდა ოთხ ჯგუფში.

მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს ამ პრობლემაზე, როგორც სოციალურ ბოროტებაზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე პრობლემის მიმართ.  ყოველივე ეს კარგად გამოჩნდა  პრეზენტაციებში და აისახა  რეკომენდაციებსა და წინადადებებში.

ეს იყო ბოლო აკორდი პროექტისა „ახალგაზრდობა არაძალადობრივი კულტურისთვის ბათუმში", რომელიც დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 864 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2013





22 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის საკრებულოში ფონდი „სოხუმის" პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის" პრეზენტაცია და საკრებულოსთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის" წევრები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში, მასმედიის წარმომადგენლები.

„დღევანდელი დღე არის დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპისა", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.

თამარ საბედაშვილის სიტყვებით, ფონდი „სოხუმის" პროექტის მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათაო ოფისის მიერ ხაზს უსვამს ორგანიზაციის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის კუთხით სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების თანამშრომლობა: „თუ გვინდა ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, ამ საკითხებზე გარდამავალ პერიოდში უნდა მოხდეს მუშაობა, რათა ხელშესახები შედეგები მივიღოთ".

შეხვედრა ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიასაშუალებებით.

 http://topnews.com.ge/index.php?newsid=969

http://megatv.ge/portfolio/მემორანდუმი-გენდერული-თა/

http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=55010

პროექტი  ხორციელდება  გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის   გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0