პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები ადგილობრივ თემში" ფარგლებში მობილიზებულმა და გააქტიურებულმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს თავიანთი თემისთვის საჭირბოროტო საკითხი და ადგილობრივ თვითმმართველობაში გაუწიეს ადვოკატირება.
გამოიკვეთა ნახახულევისა და მათხოჯის დაბინძურების პრობლემა - ახალგაზრდებმა დაწერეს წერილი ხონის საკრებულოს
თავმჯდომარის სახელზე სანაგვე ურნების დადგმის მოთხოვნით.
პარალელურად ჩაატარეს დასუფთავების
აქცია ნახახულევისა და მათხოჯის სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ახალგაზრდები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ადამიანი
გაჭირვებაში"
(PIN) მხარდაჭერით (ჩეხეთი) |