ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები კახიანაურის, ძელქვიანის და უქიმერიონის მართვის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საერთაშორისოსაინფორმაციო კამპანიის და მასში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ.
დარიგდა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტები დასაინფორმაციო მასალები: კალენდრები, პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები.
ხონის ავტოსადგური, ცენტრალური პარკი, სამხედრო დასახლება, სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები - ამ ადგილებში მყოფმა მოქალაქეებმა კამპანიის შესახებ შეიტყვეს და საინფორმაციო მასალებიც მიიღეს.
მათ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია კამპანიის შინაარსთან და მის იდეებთან დაკავშირებით.
სენაკში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა თავიანთი აქტივისტების ძალებით ფაქტობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით შეძლეს საინფორმაციო აქციის ჩატარება.
სკოლები, ცენტრალური ბაზარი, ცენტრალური ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია - ამ ადგილებში მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის შესახებ, გაეცნენ მის თემას და სლოგანებს. დარიგდა მასალები მოწოდებით „ერთად - ძალადობის წინააღმდეგ! ძალადობა ბოროტებაა!"
12 საათზე, წყალტუბოს მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით დაიწყოსაინფორმაციო აქცია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში („მეგობრობა", „საქართველო", „ინტურისტი", „წყალტუბო"და „მეტალურგი").
აქცია მიზნად ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას კამპანიის შესახებ, რომელიც 16 დღის განმავლობაში ტარდებამთელ მსოფლიოში. ამასთანავე აცნობდა ფონდი „სოხუმისა" და მისი აქტივისტების, საზოგადოების ჩართულობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქმიანობაში.
ახალ რაიონში (დევნილთა ჩასახლება), სასწავლო ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდასაინფორმაციო აქცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ. დევნილთა ჯგუფებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა თეთრი ლენტები, კამპანიისთვის დაბეჭდილი კალენდრები და ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები.
აქცია ცენტრის მობილიზატორებმა და აქტივისტებმა ჩაატარეს.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივმააქტივისტებმა მიმდებარე სოფლებში - ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში კამპანიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და კამპანიის ატრიბუტიკა დაარიგეს.
მათ უპასუხეს დაინტერესებული მოქალაქეების შეკითხვებს კამპანიის ისტორიაზე, ფონდი „სოხუმის" ჩართულობაზე და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობაზე.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივ მთავრობასა თუ მოსახლეობას გააცნესაქციის მიზანი.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინდარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კალედრები...
აქციას ორგანიზება გაუწია ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება აღიარებს ძალადობის პრობლემის გადაწყვეტის აქტუალურობას.
აქცია გადაიღო ადგილობრივი ტელევიზია მეგა-TV - ის ჟურნალისტებმა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დღისადმისპეციალური სიუჟეტიც მომზადდება.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ამ დღის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს წყალტუბოს ადგილობრივ სტრუქტურებში, ცენტრალურ პარკთან და აფხაზეთიდან დევნილთა ახალ დასახლებაში.
აღნიშნულ აქციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ადგილობრივმა მოსახლეობამ.
ინფორმაცია ამ დღის შესახებ ქალაქ ქუთაისის მერიაში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში გავრცელდა.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ მოხარული არიან, რამეთუ წელსაც მიეცათ საშუალება,მიეღოთ მონაწილეობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილკამპანიაში.
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ქალაქის საკრებულოს შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარიგეს ამ დღესთან დაკავშირებით დაბეჭდილი ბუკლეტებიკალენდრები, საინფორმაციო ფურცლები.
აქციაში ხალისით ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა - მოსწავლეები, სტუდენტები...
აქციაში ჩართულმა ადამიანებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პროტესტი ყოველგვარი ძალადობის მიმართ.
თეთრი ლენტებით დამშვენებულმა კლუბის წევრებმა საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები,ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში,მერიაში, დრამატულ თეატრსა და მთავრობის სახლში გაავრცელეს.
აქციამ, რომელიცდაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა "აჭარის" ტელევიზიის ჟურნალისტთა ყურადღებაც მიიპყრო. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დასავლეთ საქართველოში ეს აქცია ერთდროულად ტარდება და საზოგადოებას აერთიანებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სულისკვეთებით.
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა წევრებმა ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში: მე-4 ბაგა-ბაღი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მერია გაავრცელეს ინფორმაცია 16 დღიანი კამპანიის შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, სხვადასხვა პუბლიკაციები.
როგორც ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი ნანა კეკელიძე იუწყება, აქციამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კამპანიის შესახებ გაჟღერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს სხდომაზეც.
აქციას ოზურგეთში შეუერთდნენ ჟურნალისტებიც. ინფორმაცია ამის შესახებდაიბეჭდება ადგილობრივ გაზეთ "ალიონში".
ფონდი„სოხუმის" მიერ „რიონის" პირდაპირ ეთერშიინიცირებულმა
გადაცემამ საზოგადოებასქალთა მიმართ გენდერული
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის დაწყება ამცნო და იმ ღონისძიებებზე
მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ფონდის აქტივისტებისა და მრავალრიცხოვანიპარტნიორების
მონაწილეობით მთელ დასავლეთ საქართველოში იგეგმება. მაყურებელს მოკლედ გაეცნო ის საქმიანობა,
რაც ფონდის მიერ წლების განმავლობასი პრობლემაზე პოზიტიური რეაგირებისათვის ხორციელდება.
რა სულისკვეთებით იმართება კამპანია, რა მესიჯები ეგზავნება საზოგადოებას,
როგორ ახერხებს ფონდი, მიაღწიოს მის რეზონანსულობასა და აქტიურ ჟღერადობას; როგორია
მასში საზოგადოების ფართო მასების, სოციალური ინსტიტუტების ჩართულობა: ფონდის ახალგაზრდა
აქტივისტებმა უკვე ჩატარებულ მასშტაბურ საინფორმაციო აქციაზე და მის რეზულტატებზე,
ასევე „ტორპედოს" საფეხბურთო სტადიონზე მატჩის დროს დაგეგმილძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე ისაუბრეს.
„წლების განმავლობაში არაერთი რეიტინგული გადაცემა მქონია, მაგრამ, ჩვენდასამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის თემაყურადღების მიღმა დაგვრჩა. ეს თემა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური და
არაერთი ადამიანის სატკივარი წარმოაჩინა" .
„ძალიან ბევრი თემაჩვენს რადიოში
თქვენთან თანამშრომლობის შემდეგ გაჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა" - რეგიონალური
მედიის ჟურნალისტები აღიარებენ კამპანიაში მედიისა და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.
ინტერაქტივით გამოვლინდა მაყურებლის დამოკიდებულება საკითხისადმი - „მიგაჩნიათ
თუ არა, რომ საზოგადოებრივ -საინფორმაციო კამპანიებს შეუძლიათ, შეცვალონ საზოგადოების
დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საკითხისადმი". როგორც აღმოჩნდა, მაყურებლის უმეტესობა
მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივკამპანიებს,
ინფორმირებას შეუძლია პრობლემის გადაწყვეტაზე გავლენის მოხდენა.
ფონდი „სოხუმი", ტრადიციულად, აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ". რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც რადიომსმენელს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, პარტნიორებზე და სადისკუსიო თემებზე მოუთხრო.
„წელს ჩვენი კამპანიის სახე იქნება ქუთაისის ტორპედო"; „საფეხბურთო მატჩის დროს დარიგდება კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები"; „მრგვალი მაგიდები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სოციალურ პარტნიორობას დათანამშრომლობას შეუწყობს ხელს"; „ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო აქცია, რომელიც 26 ნოემბერს 12 საათზე მთელ დასავლეთ საქართველოში ტარდება ფონდის აქტივისტების მიერ"; „6 ათასი საინფორმაციო ფურცელი დარიგდება", „ისევ მნიშვნელოვანია მედიაკომპონენტის ჩართვა კამპანიაში"; „ჩვენი აქტივისტი ახალგაზრდები ათობით ღონისძიებას ატარებენ კამპანიის ფარგლებში"...
გადაცემაში ფონდის პარტნიორები, არასამთავრობი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ძალადობის პრობლემის გადასაწყვეტად საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობის საკითხებთან ერთად კონკრეტული საკითხების ირგვლივაც საუბრობენ. მაგალითად - მათი აზრით, აუცილებელია განახლდეს ძალადობის პრობლემაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა და ამ კუთხით ახალი მოწვევის პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობა.
რადიოგადაცემამ საზოგადოებას კამპანიის დაწყება ამცნო და საზოგადოებას აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.