პარასკევი, 26.04.2024, 00:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27

 საინფორაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები ... - ამ ატრიბუტიკის დარიგებით დაიწყო ფორუმ-თეატრმა საკუთარი წარმოდგენების ჩვენება ქუთაისის მესამე სკოლაში. სოლიდარობის ნიშნად მონაწილეებმა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტებიც გაიკეთეს და ძალადობის თემაზე შექმნილ წარმოდგენებს თვალი ინტერესით მიადევნეს.

ჩვენება დისკუსიებით გაგრძელდა. საერთო განწყობა ასეთი იყო: მოზარდები მზად არიან სოლიდარობა გამოუცხადონ მთელს მსოფლიოს და ხმამაღლა თქვან - არა ძალადობას!

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2012

ძალადობის თემა, რომელიც ფორუმ-თეატრის რეპერტუარის მთავარი ნაწილია კამპანიის ფარგლებში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ქუთაისში, მე-5 სკოლაში გამართულ წარმოდგენას ამავე სკოლის უფროსკლასელები დაესწრნენ.

მონაწილეები ინფორმაციას ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე ინტერესით გაეცნენ.

წარმოდგენის ჩვენების შემდეგ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ და მსოფლიო პროტესტს შეუერთდნენ. მათი აზრით, ძალადობა დანაშაულია და მისასალმებელია, რომ მთელი მსოფლიო ხმას იმაღლებს მის წინააღმდეგ.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2012


VIP კომპლექსი  „ბაგრატი 1003"-ში  კამპანიის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა სასტუმროს ადმინისტრაციასთან. მიეწოდათ ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები კალენდრები. ადმინისტრაცია მზად არის საკუთარი პროტესტით მსოფლიო კამპანიას შეუერთდეს და ხმამაღლა თქვას „არა ძალადობას!"

 


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 2296 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.11.2012


კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის ფარგლებში გამოშვებული საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...

მისასალმებელია, რომ საშუალება გვეძლევა ჩავერთოთ მსოფლიო კამპანიაში და ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ ძალადობის მიმართ - აღნიშნეს მონაწილეებმა. 

 


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 822 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.11.2012


ჩვენ, ქალებმა უნდა დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ძალადობა ქალთა მიმართ დაუშვებელია.- ასეთი პოზიცია ჰქონდათ ფოთში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილ ქალებს. ისინი თვლიან, რომ კამპანია მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საზოგადება იღებს სიგნალს, რომ ხმამაღალი პროტესტი გამოუცხადოს ძალადობას.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 858 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.11.2012


ფოთში, ახალ რაიონში დევნილ ქალებთან ფსიქოლოგის შეხვედრა მოეწყო. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის კამპანიასთან დაკავშირებით.

ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, სახეებზე. მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. მშობლისა და შვილების დამოკიდებულებაზე. საერთო მოსაზრებით,ძალადობა ნებისმიერი ფორმით ბოროტებაა და მას მთელმა საზოგადოებამ პროტესტი უნდა გამოუცხადოს.

 


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 863 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.11.2012


ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის გოგონები აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში. ქუთაისის ჯგუფის ინიციატივით ფონდ „სოხუმში" მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე „დევნილი ახალგაზრდებისათვის სწავლის ხელმისაწვდომობის საკითხი".

შეხვედრის დასაწყისში შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაციები 16-დღიან კამპანიაზე და დაურიგდათ შესაბამისი ატრიბუტიკა.

მონაწილეთა მიერ ცალსახად დაფიქსირდა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ მთელ მსოფლიოს და საკუთარ პროტესტს გამოთქვამენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 838 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.11.2012


 

სენაკის ქალთა მხარაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია (სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება)". შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარომადგენლები, პედაგოგები და დევნილი ქალბატონები ესწრებდნენ.

 შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშრისო საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა, მონაწილეებს დაურიგდათ პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები და კალენდრები. დამსწრეებმა აღნიშნეს თავიანთი მზადყოფნა კამპანიაში მონაწილეობისათვის და თქვეს, რომ სოლიდარობის ნიშნად ატარებენ თეთრ ლენტებს.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც არსებობს ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას და ძალადობის პრევენციისთვის მთელი საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.   


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 877 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.11.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0