ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრმა კამპანიის ფარგლებში ქუთაისში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს უმასპინძლა.
ძალადობის თემაზე შექმნილმა წარმოდგენებმა მოხუცები განსაკუთრებით ააფორიაქა. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ბევრმა მათგანმა სცენარში საკუთარი თავი იპოვა. სცენარის ჩვენების შემდეგ გამოსავალზე ფიქრი ყველამ ერთად დაიწყო. ერთ-ერთმა ბებიამ მსახიობის როლიც მოირგო და შეკრებილებს აჩვენა, როგორ შეცვლიდა არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ.
ღონისძიებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. შეკრებილები კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი გამოთქვეს მსგავსი თანამშრომლობა ფონდ „სოხუმთან" მომავალშიც გაგრძელდეს.
შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ შესაბამისი ატრიბუკა: კალენდრები, პოსტერები, კამპანიის სიმბოლო თეთრი ლენტები. |