ნოემბრიდან ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა მუშაობა განაახლეს. პირველი შეხვედრა წყალტუბოში, ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა. კლუბის შემადგენლობას ახალი წევრები - აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები დაემატნენ.
შეკრებილები გაეცნენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს,ისაუბრეს მთელი წლის განმავლობაში ჩასატარებელ ღონისძიებებზე.
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ მათი მომავალი საქმიანობა უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდება. ქალბატონები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაში. მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ ბევრია ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელი პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებთან თანამშრომლობით შეეცდებიან.
ქალთა კლუბი მზად არის მომავალი საქმიანობისთვის. გასული წლის საქმიანობას ისინი დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ კარგი ნიადიაგია შექმნილი იმისათვის, რომ მომდევო წელი უფრო ნაყოფიერი და პროდუქტიული იყოს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |