ოთხშაბათი, 27.11.2024, 21:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30

„ერთ ჩვეულებრივ დღეს" -ამ ფილმის ჩვენებით დაიწყო შეხვედრა წყალტუბოში, რომელსაც 20-მდე ახალგაზრდა დაესწრო. ჩვენებას განხილვა-დისკუსია მოჰყვა. მონაწილეებმა საკუთარი პოზიციები ხმამაღლა დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ მსხვერპლი უფრო მეტად უნდა იყოს გაბედული, რათა მან შეძლოს პროტესტი და ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად.

 შეხვედრა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2012

შეხვედრა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. კლუბზე გაკეთდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ 25 ნოემბერს ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიაში. ჩატარდა აქცია,  - გავრცელდა 100 -ზე მეტი  საინფორმაციო ფურცელი, ბუკლეტები, კალენდრები... მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა დადებითად შეხვდა აქციას და საკუთარი მხზარდაჭერა ღიად დააფიქსირა.

კლუბზე აქცენტი ოჯახური ძალადობის პრობლემაზე გაკეთდა.  დისკუსიის დროს ოჯახური ძალადობის მიზეზბზე ისაუბრეს, რომელთა შორის  - სოციალური ფონი, მიგრაცია, უმუშევრობა დასახელდა.

კლუბი სასიხარულო სიახლით დასრულდა -  ზუგდიდის  ამომრჩეველ ქალთა კლუბის  წევრმა ნონა თოლორაიამ რეგიონის (სამერგელო, ზემო სვანეთი) პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 848 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2012

რამდენად ეფექტურია ის სამართლებრივი და სოციალური მექანიზმები, რომლებიც სადღეისოდ არსებობს ძალადობის მსხვერპლის დახმარების კუთხით, როგორ ახერხებს ის იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას; როგორია კოორდინაცია იმ ინსტიტუტებს შორის, რომელთაც ევალებათ რეაგირება და ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა; რა უნდა შეიცვალოს პრობლემის მოგვარებაზე  უფრო ეფექტური რეაგირებისათვის?

წყალტუბოში, საკრებულოს სააქტო დარბაზში  ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით  მრგვალი მაგიდა ჩატარდა. ღონისძიებას დევნილთა ჯგუფები, ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, სამართალდამცავები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

დისკუსიის დროს გამოიკვეთა,  რომ რაიონში სოციალური მუშაკის ინსტიტუტი საკმაოდ  ეფექტურად მუშაობს. მოყვანილმა მაგალითებმა ცხადყო ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოების  აუცილებლობა. „ასეთ დიდ რაიონში მხოლოდ  ერთი სოციალური მუშაკი არ უნდა იყოს". დევნილი ქალბატონები მათ თემში პრობლემის არსებობას აღიარებენ: „დევნილთა ოჯახების საჭიროებების შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან ძალადობის პრობლემა ჩვენს ირგვლივ ძალიან ხშირია".

წამოიჭრა თავშესაფრების საკითხი, რომელიც, მონაწილეთა აზრით, მეტი უნდა იყოს. საუბარი შეეხო მოხუცთა თავშესაფრებსაც, რომელში მოხვედრას წლებით ელოდებიან შეჭირვებული მოხუცები.

საინტერესო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით  ხელი შეეწყოს თანამშრომელთა ტრენინგებს.

ხაზი გაესვა ადგილობრივი თემის, ხელისუფლების, სოციალური ინსტიტუტების ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას პრობლემის გადაჭრის საკითხში.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 886 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2012

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებში- ამ თემის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, რომელიც ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეების მიერ იქნა ორგანიზებული.

მოწვეულმა პირებმა, რომელთა შორის იყვნენ ექიმები, პედაგოგები, მშობლები, იურისტები, სკოლის მოსწავლეები... ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, რადგან ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ.

მრგვალი მაგიდის წამყვანებმა შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე კამპანიაზე და აღნიშნეს, რომ აღნიშნული ღონისძიებით ძალადობას უპირისპირდებიან.      

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2012


 

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, სამ სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში   სამშენებლო ტრესტი, სანატორიუმი „ხვამლი"; გამსახურდიას 61,  ჩატარდა საინფორმაციო  შეხვედრები. 

დევნილ ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე კამპანიის შესახებ. დაურიგდათ ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები და კამპანიის სიმბოლო- თეთრი ლენტები.

„ქალთა მიმართ ძალადობას ადგილი აქვს ოჯახებში, ყოველდღიურ საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც. ქალის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება  ძალადობის წინააღმდეგ კომპლექსურ ბრძოლასთან პირდაპირ კავშირშია," - აღნიშნეს შეხვენდრის მონაწილე დევნილმა ქალებმა.  


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 830 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.11.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0