ოთხშაბათი, 27.11.2024, 21:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28

- ინტეგრაცია და საზოგადოებრივი სტერეოტიპები - ამ თემის ირგვლივ დისკუსიისათვის ფონდ „სოხუმში" 30-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. შეხვედრის პირველ ნაწილში ნაჩვენები იქნა ფონდის მოხალისეთა ჯგუფის მიერ შექმნილი ფილმი „საფეხურები".

ჩვენებას დისკუსია მოჰყვა. მონაწილეთა აზრით, ინტეგრაცია მტკივნეული თემაა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დარღვევას. ანალიზის შემდეგ გამოსავლზეც იფიქრეს და აღნიშნეს, რომ  აუცილებლია იმ მავნე სტერეოტიპების მსხვრევა,რომელსაც ძალადობამდე მივყევართ. 

შეხვედრა კამპანიის ფარგლებში მოეწყო, ახალგაზრდები ცალსახა პროტესტს გამოთქვამენ და მზად არიან მეტი აქტიურობით ჩაერთონ ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 901 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2012

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „არაძალადობრივი კულტურა საზოგადოებაში".

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მშობლები. ფსიქოლოგები...

მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. მათი თქმით, აუცილებელია საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დანერგვა, რაშიც ყველა რგოლმა, ყველა სტრუქტურამ აქტიურად უნდა იმუშაოს.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 889 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2012

- რა სამართლებრივი მექანიზმები და რომელი საერთაშორსო დოკუმენტები არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. რამდენად იცნობენ ამ დოკუმენტებს ახალგაზრდა გოგონები - ამ საკითხების განხილვით დაიწყო საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წყალტუბოში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა. მასში 14 გოგონა მონაწილეობდა. როგორც გაირკვა, მონაწილეთა უმრავლესობამ პირველად მოისმინა ინფორმაცია 16-დღიან მსოფლიო კამპანიაზე, ამიტომაც ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ საინფორმაციო ფურცლებს, დაათვალიერეს კალენდრები, პოსტერები... გაიკეთეს თეთრი ლენტები და აღნიშნული ღონისძიებით ძალადობის მიმრთ გამოთქმულ მსოფლიო პროტესტს შეუერთდნენ.  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2012


წყალტუბოში სანატორიუმ „მეტალურგში" მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა დევნილ ქალებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის მიმდინარეობაზე. დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები... მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად გაიკეთეს თეთრი ლენტები.

ამავე შეხვედრაზე პარალელურად გაიმართა ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები.

 ფსიქოლოგმა მონაწილეებთან ისაუბრა  ოჯახური ძალადობის თემაზე, ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობის დეფიციტზე, რომელიც ხშირად კონფლიქტების წარმოქმნას ხელს უწყობს.

იურისტის კონსულტაციების დიდი ნაწილი სოციალურ პრობლემებს შეეხებოდა. შეკრებილებს განემარტათ ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ამ თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 745 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.11.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0