ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივმა აქტივისტებმა მიმდებარე სოფლებში - ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში კამპანიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და კამპანიის ატრიბუტიკა დაარიგეს.
მათ უპასუხეს დაინტერესებული მოქალაქეების შეკითხვებს კამპანიის ისტორიაზე, ფონდი „სოხუმის" ჩართულობაზე და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობაზე. |