ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა წევრებმა ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში: მე-4 ბაგა-ბაღი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მერია გაავრცელეს ინფორმაცია 16 დღიანი კამპანიის შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, სხვადასხვა პუბლიკაციები.
როგორც ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი ნანა კეკელიძე იუწყება, აქციამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კამპანიის შესახებ გაჟღერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც.
აქციას ოზურგეთში შეუერთდნენ ჟურნალისტებიც. ინფორმაცია ამის შესახებ დაიბეჭდება ადგილობრივ გაზეთ "ალიონში". |