ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივ მთავრობასა თუ მოსახლეობას გააცნეს აქციის მიზანი.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კალედრები...
აქციას ორგანიზება გაუწია ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება აღიარებს ძალადობის პრობლემის გადაწყვეტის აქტუალურობას.
აქცია გადაიღო ადგილობრივი ტელევიზია მეგა-TV - ის ჟურნალისტებმა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დღისადმი სპეციალური სიუჟეტიც მომზადდება. |