პარასკევი, 19.04.2024, 19:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 08

ოზურგეთის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ჩატარდა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, რომელთა შემადგენლობაშიც არიან  ჟურნალისტები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ადვოკატირების ჯგუფს ახალი წევრებიც დაემატნენ, რომლებიც საერთო გადაწყვეტილებით, კლუბის წევრთა მიერ დასმულ  აქტუალურ საკითხებზე იმუშავებენ. მონაწილეებმა ორი ძირითადი პრობლემა დაასახელეს, რომლებიც ოზურგეთის მე-4 და მე-8 ბაგა-ბაღებში სათამაშობის არქონას და სპორტ-დარბაზში შესასრულებელ სარემონტო სამუშაოებს შეეხებოდა.

შეკრებილელებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკითხიც დასვეს. ითქვა. რომ ეს ოჯახები განსაკუთრებულ გასაჭირში არიან და სოციალურ დახმარებას საჭიროებენ. ამ მიზნით, ამომრჩეველ ქალთა კლუბი მომავალში  სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც ასეთი ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის და მათი პრობლემების ადვოკატირებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეეცდებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1116 | დაამატა: admin | თარიღი: 08.11.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0