21
ნოემბერს ფონდი „სოხუმის" სატრენინგო დარბაზში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ახალგაზრდული
ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ტრენინგზე, რომლის თემა იყო „საჯარო კომუნიკაციის
ტექნიკა, საზოგადოებრივი შეკრებების ორგანიზება და ჩატარება".
ტრენინგის
მონაწილეთაგან შერჩეულმა ჯგუფებმა საერთაშორისო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში"
მხარდაჭერით თანატოლებთან თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსიები უნდა ჩაატარონ.
პროექტი ამ რეგიონში არსებული ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბაზაზე
განხორციელდება.
რა
პრობლემები აწუხებთ მათ რეგიონში ახალგაზრდებს, რომელ თემებზე ჯობია დისკუსიის ჩატარება, რომელი ფილმები უნდა შეირჩეს ამისათვის. როგორ მოხდეს შეკრებისათვის მიზნობრივი ჯგუფების,
ადგილისა და დროის შერჩევა; რას მოიცავს ფასილიტაციის ცნება და რა უნარებს
უნდა ფლობდეს დისკუსიების მოდერატორი - მონაწილეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს ამ და
სხვა საკითხების ირგვლივ.
მათთვის
საინტერესო აღმოჩნდა PIN-ის წარმომადგენელთან შეხვედრაც, რომელმაც მოკლედ მოუთხრო ორგანიზაციის
საქმიანობისა და პრიორიტეტების, ახალგაზრდებთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
პროექტი
ხორციელდება
ჩეხეთის ორგანიზაცია
„ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით.
|