ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 27

 ნონა თოლორაია, მაია შალამბერიძე, ლია გვენეტაძე, ირინა საჯაია …

ფონდი "სოხუმის” მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კანდიდატი ქალების პროგრამებს გვაცნობს და ამომრჩეველთან მათ შეხვედრებს აშუქებს.

მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამები, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ორსულების პატრონაჟი…

 ეს იმ   საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კანდიდატ ქალთა პროგრამებში აისახა.    

სიუჟეტში გაშუქდა ფონდი "სოხუმის” საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატ ქალთა პოპულარიზაციისათვის  - "ქალთა ხმის" სპეციალური გამოცემა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის კანდიდატ ქალთა პლატფორმების წარმოსაჩენად, საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები…

გაჟღერდა ინფორმაცია 27 მაისის აქციის შესახებ, რომელიც ჩატარდება საქართველოს 15 ქალაქში და სადაც ფონდი "სოხუმის” ინიციატივას საქართველოს სხვა ქალთა არასამთავრობო  ორგანიზაციებიც უერთდებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1256 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, ფოთი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხურჩა, ) ფსიქოლოგის შეხვედრებზე, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად მონაწილეობა მიიღო 58-მა სხვადასხვა ასაკის ქალმა.

- მთვრალ მეუღლეს არ უნდა შეეპასუხოთ, არ ეჩხუბოთ, არ ღირს მასთან კამათის დაწყება,  დილით, სიფხიზლეში შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე ესაუბროთ.

- ეცადე, მის წინაშე ემოციების მოთოკვას. რაც დაგეხმარებათ ურთიერთობის მოწესრიგებაში,  გაუგებრობის თავიდან აცილებაში. ამით თქვენ დაეხმარებით მას და საკუთარ თავსაც.  სიმთვრალეში ადამიანი იმას ამბობს, რასაც სიფხიზლეში ფიქრობს. ქალებს მეტი ყურადღება   და სწორი დასკვნების გამოტანა მოეთხოვებათ.

ასეთი რჩევები მიიღეს ფსიქოლოგისგან ქალებმა, რომლებიც ოჯახში მეუღლის სიმთვრალესთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყვებოდნენ.

 

 პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1022 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩვეული რიტმით აგრძელებს მუშაობას.

ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ხურჩაში ყოველთვის ხალხმრავლობაა გინეკოლოგთან შეხვედრისას. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს დიდი ინტერესით ისმენენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.

 შეხვედრების თემა იყო - ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ორსულობა, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების პრევენცია და ა. შ.

მონაწილეებს დაურიგდათ თემის ამსახველი საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1082 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

სიმბოლური იყო, რომ ახალციხეში ქალთა მდუმარე აქცია დაიწყო თამარ მეფის ძეგლთან. მონაწილეებმა გააკრეს პლაკატები, დაარიგეს სააგიტაციო მასალები.

შემდეგ ქალები გაემართნენ ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ნაწილი - უნივერსიტეტისაკენ, ნაწილი - ადმინისტრაციული ცენტრისაკენ.

აქციაზე იყვნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და, მათი თქმით, დღეს გავა სიუჟეტი აქციის შესახებ. 

ტელევიზიით ორი დღის წინათაც  გავიდა სიუჟეტი, რომელიც აქციის მომზადების პროცესს ასახავდა.

აქციას ესწრებოდა მოხალისე შვედი ქალი, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში, ის გამვლელ მანქანებსაც კი  აჩერებდა და მგზავრებს სთავაზობდა საინფორმაციო ფურცლებს.

აქციები გაიმართა ადმინისტრაციულ ცენტრებში - ადიგენი, მინაძე და სხვილისი.

დღეს ათობით ქალმა შეახსენა ამომრჩევლებს, რომ ქვეყნის სიძლიერისათვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატ  ქალებს.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1262 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

საქართველოს დედაქალაქში ორი აქცია მოეწყო. ერთი პარლამენტის წინ გაიმართა, მეორე კი - რუსთაველის ქუჩაზე.

ქალებს განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დახმარების დიდი სურვილი გამოხატეს. აქციის გასაშუქებლად მოვიდნენ ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები.

 

აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც:

 

გორში - გამგეობის წინ

მცხეთაში - გამგეობის წინ და მცხეთა-მთიანეთის საკრებულოს წინ

გურჯაანში - საკრებულოს წინ

 

ქალების მდუმარე აქციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ყველგან ერთნაირი იყო - დადგა დრო, დავუჭიროთ მხარი ქალთა მოსვლას პოლიტიკაში. აქციის მთავარი სლოგანი - თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა - მარტოდენ ლოზუნგი კი არა, ცხოვრებით ნაკარნახევი ჭეშმარიტებაა.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1343 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

ბათუმის ყოფილ საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო, ამჟამად რამდენიმე კანდიდატია, მათ შორის - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.

ამიტომაც ბათუმში აქციის ჩატარება ყველაზე აქტუალური იყო.

აქცია ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბულვარში გაიმართა.

გამვლელებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს. „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა" - უმეტესობა დაეთანხმა ამ სიტყვებს.

დარიგდა სააგიტაციო მასალა. გაზეთები და საინფორმაციო ფურცლები.

აქციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სტუდენტები. იყვნენ მასმედიიდანაც - გაზეთი „აჭარა", აჭარის რადიო, „25-ე არხი".

40-მდე  ქალის დუმილით ნათქვამი სწორად გაიგო ამომრჩეველმა - მხარი დაუჭირონ ქვეყნის პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდას.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1151 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

50-მდე  ქალი შეიკრიბა  ხონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ ფონდის "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, პედაგოგები, მეწარმე ქალები და უფროსკლასელი გოგონები.   

 "თანასწორობა ქვეყნის სიძლიერე” - ამ სლოგანით ხელში, ქალბატონებმა მიიპყრეს ყურადღება გამვლელებისა, რომლებიც  დიდ ინტერესს გამოხატავდნენ აქციის მიმართ. მათთვის მსგავსი ღონისძიება ხონში იშვიათობაა. 

ინტერვიუებში ქალბატონებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ტელეკომპანია "მეგა-ტვ”-ს ჟურნალისტს, რომელიც  აქციას დასაწყისშივე შეუერთდა.

შეკრებილები ერთხმად აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქციის ჩატარება წინასაარჩევნოდ, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ღირსეული ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1261 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

აქციაზე შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები, ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქ იყვნენ რადიო „ათინათის", ჟურნალ „ზუგდიდელების", ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ მედიასაშუალებებში ასახავენ აქციის მიმდინარეობას.

აქციას აქტიურად გამოეხმაურა სამეგრელოს ქალთა ქსელი, რომელშიც 15 ქალთა ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ ორგანიზაციებმა თავიანთი ინიციატივით ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩაატარეს აქციები იგივე სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!"

აქციის მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინა საზოგადოებამ. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური აქცია უთუოდ გამოიღებს ნაყოფს - ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ღირსეულ ქალ კანდიდატებს.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1227 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

აქცია ქალაქის ცენტრალურ პარკში 11 საათზე დაიწყო.

თავდაპირველად მასში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ქალმა.

- აქცია მასშტაბური გამოვიდა, -  გვატყობინებენ აქციის ორგანიზატორები. - შემოგვიერთდნენ გამვლელები, მოვიდნენ დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით ბევრია ახალგაზრდობა. აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატეს ახალგაზრდა მამაკაცებმაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თანასწორობა  მართლაც ქვეყნის სიძლიერეა.

ადგილობრივი გაზეთების კორესპონდენტები, რომლებიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან, და ტელევიზია „ოზურგეთის" წარმომადგენლები აქციას გააშუქებენ თავიანთ მედიასაშუალებებში.
 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1162 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

ხობის ცენტრში ადრიანად  დაიწყეს შეკრება ქალებმა. აქციას შეუერთდნენ სენაკიდან ჩასული დევნილი ახალგაზრდებიც. მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

ისინი თავდაპირველად კინოთეატრთან  შეიკრიბნენ, შემდეგ კი მემორიალ „მზეჭაბუკისკენ" გადაინაცვლეს და შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი - ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო.

აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი დაინტერესდნენ იმით, რაც ხდებოდა და თავისებური სოლიდარობა გამოხატეს  - პლაკატები დაიჭირეს ხელში. აქციის მონაწილეთა შორის საოცარი ერთსულოვნება იგრძნობოდა.

დიდი ინტერესი გამოიჩინეს მამაკაცებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მიზანს.  აქციის მიმართ საზოგადოებამ, ძირითადად, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო ორმა სტუდენტმა შვედეთიდან. ქვეყნიდან, სადაც თანასწორობა რეალურადაა მიღწეული და ეს კარგად აისახება სოციალურ პოლიტიკაზე.

აქციით დაინტერესდნენ და ინტერვიუები ჩაიწერეს ხობის გამგეობის პრესსამსახურის და ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლებმა.

 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1141 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

ქუთაისის მერიის გვერდით, შრომის მემორიალთან ფონდი „სოხუმი" წლების განმავლობაში აწყობს მდუმარე აქციას სხვადასხვა საკითხებზე.

დღესაც აქ შეიკრიბა 50-ზე მეტი ქალი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატმა ქალებმა ნატო ქათამაძემ („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძემ (ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან.

აქციას შემოუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული ქალბატონები -  წარმომადგენლები ასოციაციისა „ლიდერები დემოკრატიისათვის", გერმანიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი მარინა გრასე და შვედი სტუდენტი ანია ვესტბერგი.

განსაკუთრებით მრავლად იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები - გაზეთი „P.S", „იმერეთის მოამბე", ტელეკომპანიები „რიონი", „მეგა-ტვ", „იმედი", საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2".

აქციამ მიზანს მიაღწია - მიიპყრო საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება.
 
 პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1256 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

ფოთში, ნაბადას შემოსასვლელში, 40-ზე მეტმა ქალმა საზოგადოების  ყურადღება მიიპყრო დუმილით და თვალშისაცემი სლოგანით „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

ჩერდებოდნენ სამარშრუტო ტაქსები, სხვადასხვა ტიპის მანქანები.

- ვინა ხართ, რა ხდება, - ეს იყო ცნობისმოყვარეთა პირველი შეკითხვა.

აქციის ორგანიზატორები პასუხობდნენ:  - ჩვენ ვართ ქალები და მდუმარე აქციით გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცენ ქალებს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლები. მათი თქმით, აქცია აისახება გადაცემაში „კურსორი".

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატ ქალებს, რომ ეს არის სიგნალი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რათა ყველამ გაიგოს: მეტი ქალი ადგილობრივ თვითმმართველობაში არის  სოციალური  საკითხების მოგვარება, სტაბილური მომავალი და ქეყნის სიძლიერე.
 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1146 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

 

ქალაქის ცენტრალურ ადგილზე შეიკრიბა 54  ქალი.

აქცია მდუმარეა. მაგრამ აქციის მიზანი ჩანს სლოგანში „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა".

აქციის მონაწილეები არიგებენ ასობით საინფორმაციო ფურცელს,  ვრცელდება პრეს-რელიზი. აქციას იღებს რეგიონული ტელევიზია "მეგა-ტვ"

აქციას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა სანებლიძე, აპარატის უფროსი გოჩა უგულავა. მათ აღნიშნეს, რომ ფონდი „სოხუმი" პერიოდულად ატარებს ასეთ აქციებს და ეს მეტად მნიშვნელოვანია თანასწორობის მისაღწევად.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ აქციის მიზანი მიღწეულია - ყველა, ვინც აქციას შემოუერთდა, მხარს დაუჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე  ღირსეულ ქალ კანდიდატს. 

 

პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1116 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0