საინტერესო ინფორმაციებით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში.
„2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში" - ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში გამართული კონფერენციის შესახებ კლუბის წევრებმა ფონდი „სოხუმის" წარმოდგენლისაგან მიიღეს. მონაწილეები გაეცნენ ასევე, ამავე კონფერენციაზე მიღებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწერენ ხელს. მასში გაწერილია თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ სამოქმედო გეგმა პოლიტიკურ პარტიებს ერთგვარ პასუხისგებლობას აკისრებს, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ამ გზით ქალები პოლიტიკაში ღირსეულ ადგილებს დაიკავებენ.
ქალთა კლუბის წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ, რომელიც ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გაზრდას ეხებოდა.
გაეცნენ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც გენდერული პრობლემები ქვეყანაში წარმატებით გადაჭრეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |