სიმბოლური იყო, რომ ახალციხეში ქალთა მდუმარე აქცია დაიწყო თამარ მეფის ძეგლთან. მონაწილეებმა გააკრეს პლაკატები, დაარიგეს სააგიტაციო მასალები.
შემდეგ ქალები გაემართნენ ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ნაწილი - უნივერსიტეტისაკენ, ნაწილი - ადმინისტრაციული ცენტრისაკენ.
აქციაზე იყვნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და, მათი თქმით, დღეს გავა სიუჟეტი აქციის შესახებ.
ტელევიზიით ორი დღის წინათაც გავიდა სიუჟეტი, რომელიც აქციის მომზადების პროცესს ასახავდა.
აქციას ესწრებოდა მოხალისე შვედი ქალი, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროცესში, ის გამვლელ მანქანებსაც კი აჩერებდა და მგზავრებს სთავაზობდა საინფორმაციო ფურცლებს.
აქციები გაიმართა ადმინისტრაციულ ცენტრებში - ადიგენი, მინაძე და სხვილისი.
დღეს ათობით ქალმა შეახსენა ამომრჩევლებს, რომ ქვეყნის სიძლიერისათვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატ ქალებს.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით |