კვირა, 24.11.2024, 00:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 13

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 1076 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.05.2010

 

„სამგურალი", „მედეა", „გეოლოგი"-  ეს ის კოლექტიური ცენტრებია, სადაც ფონდმა „სოხუმმა" საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში.  მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობა შეინიშნებოდა არჩევნებთან დაკავშირებით.  წყალტუბოში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი დღემდე გაურკვეველია. რის გამოც გაღიზიანებულები და აგრესიულები არიან. 

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მაგალითზე გენდერული თვალსაზრისით არსებულ მონაცემებს, ქალთა მოძრაობის გამოცდილებას.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობა. გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი დონის არჩევნებში არც ერთი დევნილი ქალი არ მონაწილეობს, რასაც იმითი ხსნიან, რომ ჭკვიანი, განათლებული ქალების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ გასული. რის გამოც აუცილებელია მეტი ხელშეწყობა ქალებს, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში მოახერხონ შესაძლებლობების რეალიზება.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების”  (CR) (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1101 | დაამატა: admin | თარიღი: 13.05.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 54
სტუმარი: 54
მომხმარებელი: 0