წინასაარჩევნო ეიფორია ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზეც აისახა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა, დარეჯან ცხვიტარიამ კლუბის წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ადამიანების დასაქმება, სოციალური საკითხების უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა , - დარეჯან ცხვიტარიას პროგრამაში პრიორიტეტეული საკითხებია. კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოში მუშაობისას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მომავლში, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.
- ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედით ეგებებიან მოახლოებულ არჩევნებს. მიიჩნევენ, რომ ქალების რიცხვი საკრებულოში გაიზრდება და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |