პრეს-რელიზი
ქუთაისი, 2010 წ 25 მაისი
ადგილობრივი ხელისუფლება -
თანაბარი მონაწილეობით!
2010 წლის 27 მაისს, 11-დან 12-საათამდე, საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ახალციხე, ადიგენი, გორი, მცხეთა, დუშეთი, გურჯაანი, თბილისი) საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ქსელი აწყობს ქალთა ერთობლივ მდუმარე აქციებს..
აქციას სოლიდარობას უცხადებენ და სხვადასხვა ღონისძიებებით უერთდებიან: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი, ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი, ქალები დემოკრატიისათვის, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში ქალთა რიცხვი 6%-ა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში - 11%.
საქართველო 120-ე ადგილზეა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მდგომარეობით.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა - კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ - თუმცა მის ეფექტურობას მხოლოდ რიგითი ამომრჩევლის კეთილი ნება განაპირობებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბედი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 30 მაისის არჩევნებით გადაწყდება. ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მიეცემათ თუ არა ღირსეულ ქალ კანდიდატებს საშუალება, თავიანთი ნიჭი, შესაძლებლობა თანამოქალაქეთა სასიკეთოდ გამოიყენონ.
კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად, მთელი საქართველოს მასშტაბით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ინიციატივით, საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ქსელის მიერ გამართული სოლიდარობის აქცია შეახსენებს ამომრჩეველს, რომ
თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!