ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა სოფელ ბიაში გაიმართა.
კლუბის ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ქალბატონმა მანანა შულაიამ. რომელიც ამავე სოფელში იყრის კენჭს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს, სოფლის მკვიდრ ქალბატონებს, საკუთარ სახლში უმასპინძლა.
-საკუთარ სახლში მოგიწვიეთ, რათა გაჩვენოთ, რომ მეც თქვენნაირი ქალი ვარ, იგივე პროლემები მაწუხებს, რაც თქვენს ოჯახებს. ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ ზოგად საკითხებზე, იმ კონკრეტულ პრობლემებზე შევჩერდებით, რომელიც ჩვენი სოფლის მოსახლეობას აწუხებს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.
შეხვედრაზე მანანა შულაიამ დამსწრეთ თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტი დასაქმება იქნება. რადგან როგორც დანარჩენ საქართველოში, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელ ბიაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |