14 მაისს, ფოთში ახალგაზრდა ქალები შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპში თემაზე, - გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ფემინიზმის საკითხებთან დაკავშირებით.
- მე მომწონს როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობ, საინტერესო იყო ის, რომ აქ პირველად განვიხილეთ მიზანი და სტრატეგია - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ ვორკშოპის შეფასებისას.
ვორკშოპის წამყვანი იყო ანია ვესტბერგი - სტაჟიორი შვედეთიდან. მან მონაწილეებს ესაუბრა ფემინიზმის ისტორიაზე და მოუთხრო ცნობილ ფემინისტ ქალებზე.
ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება გენდერულ სტერეოტიპებთან მიმართებაში.
ინტერაქტიული სავარჯიშოებით მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |