ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა იურისტის კონსულტაციები მოისმინეს,რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა: განქორწინება, იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში და სხვა.
შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში, რომელსაც უძღვებოდა - ნათელა ლიპარტელიანი. მან მონაწილეებს ნამცხვრის მომზადება ასწავლა.
როგორ მზადდება ნამცხვარი „იდეალი", რა ინგრედიენტებია საჭირო მის მოსამზადებლად - თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ. ერთი საათის შემდეგ ყველა მონაწილემ დააგემოვნა ერთობლივად მომზადებული ნამცხვარი.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს მასტერ-კლასი და აღნიშნეს: „ძალიან კარგია, როცა გვაქვს საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მოვუწყოთ ჩვენს თავს თუნდაც ერთდღიანი დღესასწაული, განვიტვირთოთ ყოველდღიური პრობლემებისაგან."
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |