ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 05

წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა კლუბებს განსაკუთრებული გამოცოცხლება ეტყობათ. კლუბის წევრები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ქალთა გააქტიურებას უკავშირდება. 

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლისაგან მიიღეს ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა  - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.  განხილულ იქნა  - ამავე კონფერენციაზე მიღებული სამოქმედო გეგმა.

 მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ინფორმაციები ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ,  რომელიც  კვინას მხარდაჭერით ჩატარდა და გენდერულ საკითხებს მოიცავდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მაგალითი  უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე, მათ შორის გამოიყო - შვედეთი, - რომელმაც ეტოპობრივად, დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიაღწია გენდერულ  თანასწორობას და რუანდა, - მან დაახლოებით 3 არჩევნების შემდეგ  56 პროცენტამდე გაზარდა ქალთა წარმომადგენლობა.

- თუკი უცხო ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, საქართველომ რაღაც ახალი, თავისი გზა უნდა აირჩიოს- აღნიშნეს კლუბის წევრებმა.

შეხვედრას კლუბის წევრი და მაჟორიტარი კანდიდატი - „ალიანსი საქართველოსათვის" ნონა თოლორაია ესწრებოდა. მან კლუბის წევრებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1192 | დაამატა: admin | თარიღი: 05.05.2010

პრეს-რელიზი

ქუთაისი,  2010   მაისი  

 

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი”

 

            

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში

 

 

2010 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე  ფონდი "სოხუმი” საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსებთან” პარტნიორობით და მათივე მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ხონი, წყალტუბო, ქუთაისი - ახორციელებს პროექტს "იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში”.

 

პროექტის ბენეფიციარები: რეგიონში მცხოვრები იძულებით გადააადგილებული ქალები.

 

პროექტი შედგება ორი ეტაპისაგან:

I ეტაპი: დევნილ ქალთა ინფორმირებულობისა და აქტიურობის გაზრდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ.  (2010 წლის მაისი).

II ეტაპი:  დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგი. (ივნისი - დეკემბერი).

 

პროექტის I ეტაპი მიზნად ისახავს წინა არჩევნების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით (სადაც დევნილი ქალები პასიურობას იჩენდნენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით) იგპ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდას საარჩევნო კანონმდებლობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის როლთან და დანიშნულებასთან, შესაძლებლობებთან დაკავშირებით.  

 

პროექტის ფარგლებში  იმერეთის  ქალაქებში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო) იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები (სულ 18 შეხვედრა), რომლის შედეგად 360 ქალი მიიღებს ცოდნას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, გაიზრდება მათი ინფორმირებულობა საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ, გაიზრდება მათი საარჩევნო აქტივობა.

 

პროექტის II ეტაპზე იგეგმება დევნილთა განსახლების პროგრამის შესრულების მონიტორინგი სარემონტო სამუშაოების ხარისხის, ფართების განაწილებისას სამართლიანობის პრინციპის დაცვის, გენდერული პრინციპის გათვალისწინების კუთხით.

 

მონიტორინგი განხორციელდება ქუთაისში განთავსებულ 14 ცენტრში: ყოფილი სააფთიაქო სამმართველო; სამხედრო ლიცეუმი, სამხედრო კომისარიატი; ბაგა-ბაღი (ზაქარიაძის №21); ბაგა-ბაღი (ნიკეას №19); ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; საფინანსო კოლეჯი; სამთო კოლეჯი;  აეროპორტის ადმინისტრაციული კორპუსი; სათაფლია; ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი; ტუბ-დისპანსერის ბაგა-ბაღი; კოპიტნარის სამხედრო დასახლება.

 

დევნილთა განსახლების საკითხებთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზი და არსებული წინადადებები წარედგინება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1125 | დაამატა: admin | თარიღი: 05.05.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 28
მომხმარებელი: 0