|
ტრენინგის (ვორკშოპის) ჩატარების მეთოდიკა, კავშირი ჯგუფთან და თემასთან, კომუნიკაცია აუდიტორიასთან - ამ და სხვა საკითხებზე საინტერესო მუშაობა წარიმართა ფონდი „სოხუმის" ტრენერებთან. ტრენინგს უძღვებოდა გერმანიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროფესორი, ეთნოკონფლიქტოლოგი მარინა გრასე.
- სამდღიანმა მუშაობამ ბევრი რამ დამანახა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტრენინგის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად გამოიყენებს ტრენერი იმ კონსტრუქციას, რომელიც გულისხმობს ტრენერის კავშირს აუდიტორიასთან დ განსახილველ თემასთან.
- ძალიან ბევრი რამ იმ მიდგომებიდან, რომელიც ჰქონდა ტრენერს, ჩვენთვისაც პირველადი და ძირითადია: ნდობის ატმოსფეროს შექმნა ჯგუფში, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი პიროვნების ფასეულობის აღქმა - მონაწილეთა მხრიდან.
-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება,
- ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არა მხოლოდ საკითხზე, ადამიანებზე(ქალებზე) მუშაობა. მათ აქვთ გამოცდილება, ჩვენ ვახდენთ მათზე გავლენას, ეს გავლენა უკავშირდება ცვლილებას, ცვლილებას უკეთესობისკენ,- ეს უკვე შედეგია - მარინა გრასესგან მიღებულ რეკომენდაციას თითოეული ტრენერი საკუთარ საქმიანობაში დანერგავს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |