ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 10

6-8 მაისს, შევედეთის  ქალთა ორგანიზაციამ Kvinna till Kvinna მოაწყო კონფერენცია თემაზე

ცვლილებების მიღწევამონტენეგროში, ბალკანეთის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგელებისთვის, სადაც ასევე მოწვეულები იყვნენ ქალები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ლიბერიიდან.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბალკანეთის და მსოფლიო ქალთა მოძრაობების წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა, ახალი კონტაქტების დამყარება და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. საუბარი ასევე  შეეხო ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების ახალი თაობისთვის შესაძლებლობების გაზრდას.

ლიბერიის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, ლოუს ბრუტუსმა, შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა ლიბერიის ქალთა მოძრაობაში მისი გამოცდილების შესახებ და მონაწილეებს გააცნო მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალთა მოძრაობების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის გამოყენების შესახებ. კონფერენციის ბევრმა მონაწილემ იმედგაცრუება გამოხატა რეზოლუციის პრაქტიკაში არასათანადოდ განხორცილების გამო.  სანამ ანდერლინიმ, გაეროს ექსპერტმა ირანიდან, უპასუხა მონაწილეების მხრიდან ყველა დასმულ შეკითხვას. იგი შეეცდება ყველა შენიშვნა წარადგინოს  რეზოლუციის მიღების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში.  

კონფერენციის დასასრულს, Kvinna till Kvinna- გენერალურმა მდივანმა ლენა იაგმა შეაჯამა ჩატარებული სამუშაო.  

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010

ფორუმ-თეატრი თავის მოგზაურობას გურიაში აგრძელებს,

წარმოდგენა ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში იმართება...

ლანჩხუთის თვითმმართველობის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით პარკში   მრავალფეროვანი აუდიტორია იკრიბება: საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ცნობისმოყვარე გამვლელები...

- როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, ვის ხელშია პრობლემის მოგვარების გასაღები, როგორ, რა მეთოდებით დავეხმაროთ მსხვერპლს? -  პრობლემის განხილვაში მაყურებლები აქტიურად ერთვებიან და განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ:

- თავშესაფარი უნდა არსებობდეს, მსხვერპლს მხოლოდ აქ შეუძლია, თავი დაცულად იგრძნოს.

- ძალადობის პრობლემის მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს საზოგადოება, მოძალადეს არავის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს!

 - არასოდეს არ უნდა ვთქვათ, "ეს ჩემი საქმე არ არის, ეს მე არ მეხება”. არავინ იცის, მსხვერპლს ამ დროს თანადგომა როგორ სჭირდება.

წარმოდგენა მთავრდება.  ფიქრი, მსჯელობა ძალადობის პრობლემის გარშემო არ წყდება, ის უკვე ცალკეულ ადამიანებს შორის, ადამიანთა ჯგუფებში გაგრძელდება.

 იმავე დღესვე წარმოდგენა ოზურგეთის მე-3 სკოლაში იმართება. მოსწავლეები და პედაგოგები ფორუმ-თეატრის სპეციფიკას კარგად ითავისებენ. მსახიობებს როლებს უცვლიან და თითოეულ წარმოდგენას პოზიტიურ  დასასრულს აძლევენ... აქაც გრძელდება მსჯელობა, როგორ ვებრძოლოთ ძალადობას, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი...   

დღის ბოლოს მიკროავტობუსი გეზს ქუთაისისკენ იღებს. ფორუმ-თეატრის მსახიობები  მომდევნო შეხვედრის სურვილით ემშვიდობებიან გურიას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1068 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელიც  მიზნად ისახავს დევნილი ქალებისათვის ინფორმაციის მიწოდებას და საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვევას.

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.  მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, უფროსკლასელი გოგონები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ მონაწილეებს არა აქვთ ინფორმაციები არჩევნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არც კი იცნობენ საარჩევნო სიებს, არ იცნობენ ქალ კანდიდატებს და მათ საარჩევნო პროგრამებს.

მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული  ცვლილებები. სურვილი გამოთქვეს, ანალოგიური საინფორმაციო  შეხვედრები სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც ჩატარდეს, რათა დევნილი მოსახლება კარგად იცნობდეს საარჩევნო კანონმდებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, ფუნქციებსა და დანიშნულებებს. 

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი)(CR) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1161 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0