ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 27 » მდუმარე აქცია ქუთაისში
13:52
მდუმარე აქცია ქუთაისში

ქუთაისის მერიის გვერდით, შრომის მემორიალთან ფონდი „სოხუმი" წლების განმავლობაში აწყობს მდუმარე აქციას სხვადასხვა საკითხებზე.

დღესაც აქ შეიკრიბა 50-ზე მეტი ქალი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატმა ქალებმა ნატო ქათამაძემ („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძემ (ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრები არიან.

აქციას შემოუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული ქალბატონები -  წარმომადგენლები ასოციაციისა „ლიდერები დემოკრატიისათვის", გერმანიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი მარინა გრასე და შვედი სტუდენტი ანია ვესტბერგი.

განსაკუთრებით მრავლად იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები - გაზეთი „P.S", „იმერეთის მოამბე", ტელეკომპანიები „რიონი", „მეგა-ტვ", „იმედი", საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2".

აქციამ მიზანს მიაღწია - მიიპყრო საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება.
 
 პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 1257 | დაამატა: admin | ტეგები: UAF | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0