ბათუმის ყოფილ საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო, ამჟამად რამდენიმე კანდიდატია, მათ შორის - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.
ამიტომაც ბათუმში აქციის ჩატარება ყველაზე აქტუალური იყო.
აქცია ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბულვარში გაიმართა.
გამვლელებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს. „თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა" - უმეტესობა დაეთანხმა ამ სიტყვებს.
დარიგდა სააგიტაციო მასალა. გაზეთები და საინფორმაციო ფურცლები.
აქციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სტუდენტები. იყვნენ მასმედიიდანაც - გაზეთი „აჭარა", აჭარის რადიო, „25-ე არხი".
40-მდე ქალის დუმილით ნათქვამი სწორად გაიგო ამომრჩეველმა - მხარი დაუჭირონ ქვეყნის პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდას.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით. |