50-მდე ქალი შეიკრიბა ხონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ ფონდის "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, პედაგოგები, მეწარმე ქალები და უფროსკლასელი გოგონები.
"თანასწორობა ქვეყნის სიძლიერე” - ამ სლოგანით ხელში, ქალბატონებმა მიიპყრეს ყურადღება გამვლელებისა, რომლებიც დიდ ინტერესს გამოხატავდნენ აქციის მიმართ. მათთვის მსგავსი ღონისძიება ხონში იშვიათობაა.
ინტერვიუებში ქალბატონებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ტელეკომპანია "მეგა-ტვ”-ს ჟურნალისტს, რომელიც აქციას დასაწყისშივე შეუერთდა.
შეკრებილები ერთხმად აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქციის ჩატარება წინასაარჩევნოდ, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ღირსეული ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით. |