მთავარი »
2014 » ივნისი » 25 » ემოციები და გრძნობები - ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრებზე
18:16 ემოციები და გრძნობები - ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრებზე |
|
ხშირად შეხვედრებსა და კონსულტაციებზე ქალებისთვის რთულია ემოციებისა და გრძნობების განსაზღვრა. ამიტომ გადაწყვიტა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ამის შესახებ საუბარი.
სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო 29 ქალი 19-დან 58 წლამდე.
საუბრის თემა: რა ვიცით ჩვენი გრძნობებისა და ემოციების შესახებ.
ბევრი ისაუბრეს. საინტერესოდ. ემოციურად.
მოკლედ რომ ითქვას:
ემოციები - გრძნობების სწრაფი, ხანმოკლე ელემენტებია, გრძნობები კი მყარია, მეტი ხანგრძლივობის. ემოციები ზედაპირზეა, გრძნობები კი - სიღრმეში.
- შეძენილ ემოციებს გრძნობებს ვეძახით.
- გრძნობები უბრალო ემოციებისგან იქმნება.
- ემოციების ახსნა შეგვიძლია, გრძნობების გამოხატვა კი ძნელია სიტყვებით.
- ემოციები ხანმოკლეა, გრძნობები დიდხანს გრძელდება.
- გრძნობები ემოციების მეშვეობით გვლინდება.
- გრძნობებს ვაცნობიერებთ, ემოციებს კი ხშირად ვერა.
- გრძნობები სიტუაციის მიხედვით არ იცვლება, ემოციები კი ყოველთვის სიტუაციაზეა დამოკიდებული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 700 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |