ზუგდიდში, მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე: ეკოლოგია, გარემო - ახალგაზრდული ინიციატივები.
დებატებს 26 ახალგაზრდა ესწრებოდა. მათ მიეწოდათ საინტერესო ინფორმაცია, რამდენი ხანი „ცოცხლობს“ გარემოში პოლიეთილენის ბოთლები, პარკები...
აღინიშნა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული გარემოს დაცვით, ხელი უნდა შეეწყოს საზოგადოებაში შინაგანი კულტურის დანერგვას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს „აიძულებს“ ნაგავი ურნაში ჩაუშვას.
Cაუბარი შეეხო სკვერების და პარკების მოწყობის საკითხს. ითქვა, რომ ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში არის სკვერი, სადაც ბავშვები ნაგავში თამაშობენ, იმიტომ რომ სრულიად მოუვლელი და მოუწესრიგებელია.
ახალგაზრდებმა საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრეს და დაამატეს, რომ საჭიროა ყველამ საკუთარი თავით დაიწყოს გარემოს დაცვა, აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა უფრო მეტად უნდა გამოიხატოს ამ მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|