მთავარი »
2014 » ივნისი » 3 » ახალგაზრდები გარემოს დაცვით დაინტერესდნენ
23:43 ახალგაზრდები გარემოს დაცვით დაინტერესდნენ |
|
ხონის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატებისთვის შემდეგი თემა აირჩია: „ეკოლოგია, გარემო და ახალგაზრდობა“. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში იმდენად საგანგაშოა, რომ ამ საკითხით დაინტერესება გასაკვირი არ უნდა იყოს. დასახელდა კონკრეტული ფაქტები - ქალაქის მოუვლელი პარკი და ბაზრის დაბინძურებული ტერიტორია.
სიტუაციის ანალიზის შემდეგ ახალგაზრდებმა დაასკვნეს, რომ გარემოს დაცვა ნებისმიერი მოქალაქის ვალია და ისინი უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით.
დებატების დასასრულს გადაწყდა - მოაწყონ აქცია და დაასუფთაონ ქალაქის ცენტრალური პარკი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 672 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |