ფონდი „სოხუმის“ ლიდერ გოგონათა სკოლამ მე-5 გამოშვება მოამზადა. ერთწლიანი საქმიანობის შესაფასებლად გოგონები ბოლო, შემაჯამებელ ვორკშოპზე შეიკრიბნენ.
რა ცვლილებები მიიღეს, რას მიაღწიეს, რა გავლენა იქონიეს საზოგადოებაზე - ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად მონაწილეებმა ჯგუფურად, ქალაქების მიხედვით იმუშავეს. შეხვედრას ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქსელური მუშაობა შეაჯამეს.
საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამშვიდობო აქციები, სპორტული ღონისძიებები, ვიქტორინები, კონკურსები, 50-ზე მეტი აქტივობა 16-დღიან კამპანიაში... - მიღებულმა შედეგებმა აჩვენა გავლენა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ექვსივე ქალაქში მათი აქტიურობით განხორციელდა.
დასასრულს, ლიდერთა სკოლის წევრები დიპლომებით, ახალგაზრდული ქსელის წევრები კი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|