|
ფონდი „სოხუმის“ ლიდერ გოგონათა სკოლამ მე-5 გამოშვება მოამზადა. ერთწლიანი საქმიანობის შესაფასებლად გოგონები ბოლო, შემაჯამებელ ვორკშოპზე შეიკრიბნენ.
რა ცვლილებები მიიღეს, რას მიაღწიეს, რა გავლენა იქონიეს საზოგადოებაზე - ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად მონაწილეებმა ჯგუფურად, ქალაქების მიხედვით იმუშავეს. შეხვედრას ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქსელური მუშაობა შეაჯამეს.
საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამშვიდობო აქციები, სპორტული ღონისძიებები, ვიქტორინები, კონკურსები, 50-ზე მეტი აქტივობა 16-დღიან კამპანიაში... - მიღებულმა შედეგებმა აჩვენა გავლენა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ექვსივე ქალაქში მათი აქტიურობით განხორციელდა.
დასასრულს, ლიდერთა სკოლის წევრები დიპლომებით, ახალგაზრდული ქსელის წევრები კი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
უჩვეულოდ ტკბილი შეხვედრა გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
კულინარიულ მასტერ-კლასზე ცენტრის აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ გამოცდილი კონდიტერისგან მიიღეს რჩევები, როგორ უნდა გამოაცხონ ნამცხვარი ისე, რომ ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს.
მომზადების პროცესში მონაწილეებიც ხალისით ჩაერთნენ, ბოლოს კი ყველამ ერთად დააგემოვნა მართლაც იდეალური „იდეალი“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ბოლო დროს პოპულარული გახდა მასტერ-კლასები კულინარიული ნიმუშების შექმნაში. ოქტომბერში მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა სენაკისა და ქუთაისის ქალთა ცენტრებში, ხოლო ხონში - ერთი მასტერ-კლასი სტილისტურ ხელოვნებაში.
ხონში ჩატარებული მასტერ-კლასს ესწრებოდნენ არა მხოლოდ გოგონები, არამედ ქალებიც. რეზულტატი დასაწყისშივე გამოჩნდა, მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ისმენდნენ წამყვანის ნაამბობს, რომელიც თმის მოვლის, ვარცხნილობის შექმნის განსაკუთრებულ ელემენტებზე აკეთებდა აქცენტს.
არანაკლები ინტერესით დამთავრდა ქუთაისსა და სენაკში ჩატარებული მასტერ-კლასები კულინარიაში. წამყვანმა მონაწილეებთან საუბარი იმ ინგრედიენტების ჩამონათვალით დაიწყო, რომელიც მოსამზადებელი სალათის შემადგენლობაში შედიოდა. მომზადების პერიოდში ფაქტიურად არ ყოფილა არც ერთი თავისუფალი წუთი, მონაწილეები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს და ეცნობოდნენ მომზადების ტექნოლოგიას. განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ შეკითხვებით არ შემოფარგლულა, მონაწილეები თავადაც ყვებოდნენ საინტერესო დეტალებს მათი კულინარიული გამოცდილებიდან. ერთ-ერთი მათგანის პირადი რეცეპტი ინტერესით ჩაინიშნეს დანარჩენმა მონაწილეებმა.
ორმა საათმა ცოცხალი დისკუსიის ფონზე გაირბინა. დასასრულს, თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა მათ თვალწინ მომზადებული კერძი დაეგემოვნებინა.
მონაწილეთა მოთხოვნებისა და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მასტერ-კლასები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
მასტერ-კლასის ჩატარება დევნილ ქალთა და გოგონათა მობილიზაციის, დაახლოების, გააქტიურების და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რის შემდეგაც მათ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი უჩნდებათ.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა და გოგონებმა ნამცხვრის მომზადება ისწავლეს.
მასტერ-კლასის დროს მონაწილეები ნამცხვრის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს გაეცნენ. მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გამოაცხონ ნამცხვარი ისე, რომ ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს.
მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს ნამცხვარიც ერთად დააგემოვნეს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში.
მონაწილეთა თვალწინ მომზადა ხორცის სალათი. ქალები თვლიან, რომ მასტერ კლასებზე ბევრი რამ ისწავლეს. იაფად, მარტივად მომზადებული გემრიელი სალათები თუ ნამცხვრები მასტერ კლასების შემდეგ მათ სამზარეულოში ჩნდება, რადგან ქალებს სურვილი უჩნდებათ აქ ნასწავლი კერძები ოჯახის წევრებსაც გააცნონ.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები. |
|
|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში დანიშნულ დღეს, დანიშნულ დროს, ქალები და ახალგაზრდა გოგონები ყოველთვე იკრიბებიან იმისათვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება კულინარიის ხელოვნებაში.
ოქტომბერში მასტერ-კლასი ჩატარდა წყალტუბოში(12.10.10.), ხონში (14.10.10), სენაკში (22.10.10.) და ფოთში (20.10.10.). ქალებმა თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს კულინარიაში, მოამზადეს სალათები, პიცები, ტორტი - „რაფაელო".
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ქალები არა მხოლოდ სწავლობენ, ერთვებიან კერძების მომზადების პროცესში, არამედ აქვთ საშუალება ერთმანეთთან ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა.
სექტემბრის თვეში ფოთში, სენაკში, წყალტუბოში, ხონში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფუნქციონირებს, ჩატარდა მასტერ კლასი კულინარიაში.
თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ, ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ნამცხვრები, სალათები, ხაჭაპურები და ღვეზელები რომლებიც შემდგომში მონაწილეების მიერ იქნა დაგემოვნებული.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| |