კვირა, 24.11.2024, 02:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 09

ბათუმში გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საკრებულოსა და მერიას უახლოეს დღეებში წარედგინება გასაცნობად.

შეხვედრაზე დამტკიცდა საბჭოს მოხალისეობრივი პროექტი, რომლითაც  ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელება იგეგმება. საბჭოს წევრები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, თემის აქტიურ წევრებთან, გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის ოჯახში ძალადობის პრობლემაზე საბაზისო ინფორმაციას, ჩატარდება მრგვალი მაგიდა, რადიოგადაცემები. საბჭოს პროექტში ჩაერთვება ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი, რომელიც ძალადობის პრობლემაზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

 

ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების ორგანიზებით სენაკსა და წყალტუბოში ნახატების გამოფენა მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში (სენაკი) ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები, წყალტუბოს პირველ სკოლაში  კი - მერვეკლასელები.

გამოფენებმა თვალნათელი გახადა ბავშვების თვალით დანახული ძალადობა და მშვიდობა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი მუდამ მზადყოფნაშია, უმასპინძლოს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებს.

9 დეკემბერს  სტუდენტებთან ჩატარდა დებატები ძალადობის თემაზე. 

ახალგაზრდებმა გაიაზრეს, თუ რამდენი ძალადობის ფაქტი ხდება ჩვენს ირგვლივ და რომ თითოეული ჩვენგანია პასუხისმგებელი.

- ჩვენ პრევენციის გზების ძიებაში უნდა ჩავერთოთ, რათა შემდეგ თაობას ჰქონდეს თავისუფალი და არაძალადობრივი გარემო, - აღნიშნეს დებატების მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 640 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

რადიო „რიონის“ სტუდიაში მოწვეულმა ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლებმა და მათმა პარტნიორებმა 16-დღიანი კამპანიის მნიშვნელობასა და შედეგებზე საუბრობდნენ:

 „კამპანიაში ჩართულობის მაღალი ხარისხი პროტესტმა განაპირობა  ქალთა გახშირებული მკვლელობების მიმართ“, „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მუშაობას ახალგაზრდებთან. მათ ძალიან სჭირდებათ დისკუსიები ჯანსაღ კომუნიკაციებზე. სერიოზულად დაიწყო საუბარი სკოლაში გენდერის, ფსიქოლოგიის  კურსის შემოღებაზე“. „კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ არ არის თანამშრომლობა მათ შორის, ვისაც ძალადობაზე რეაგირების პასუხისმგებლობა გააჩნია“. „გვიხარია, რომ ჩვენი დაჟინებული რეკომენდაციები სტრუქტურათშორისი ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკას ემთხვევა“.

გადაცემამ იმ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მოყვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 709 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0