შაბათი, 20.04.2024, 10:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 02

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის პერიოდში ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიები კვლავ ყველაზე საიმედო პარტნიორებად მოგვევლინნენ. მათ ისევე, როგორც წინა წლებში, ფონდი „სოხუმის“ მიერ შეთავაზებული სოციალური რგოლების გაშვება უზრუნველყვეს ფონდმა საშუალება მისცა, თვითონ აერჩიათ რეკლამა  შეთავაზებული პროდუქციიდან. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ტელერადიოკომპანია „აჭარა“, რეგიონალური მაუწყებლები - „რიონი“, „მეგა-ტვ“, „ეგრისი“, „ოდიში“, „მეცხრე ტალღა“, „გურია“ - 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტელემაყურებლებს ახსენებენ, რომ ოჯახში ძალადობა საშიში სოციალური მოვლენაა! ქალს აქვს უფლება, დაცული იყოს ძალადობისაგან! ჩვენ ძალგვიძს, წინ აღვუდგეთ ძალადობას!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2014

 

2 დეკემბერს  ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა სტუდენტური აქცია ჩაატარეს. განსაკუთრებული  აქტიურობით გამოირჩეოდნენ  ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმომადგენლები.  

ახალგაზრდები ამ აქციით ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში და ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2014

 

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. რა ინფორმაციებს ფლობენ ახალგაზრდები აივ ინფექციაზე - ამ საკითხზე გამართეს დისკუსია წყალტუბოს ახალგაზრდული დებატ-კლუბის წევრებმა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  დაინფიცირებული ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რაც ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული.

რა გავლენას ახდენს  მოზარდის ფსიქოლოგიაზე გარემო, რას გრძნობენ ის ბავშვები, რომელთა ოჯახშიც ძალადობაა - ამ საკითხებით ხონის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესდა. დისკუსია ამ თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებით დაიწყო, რამაც  საინტერესო ფონი შექმნა. ისაუბრეს საზოგადოების გულგრილობაზე. დასახელდა კონკრეტული მაგალითი, როგორ გახდა მოზარდი სუიციდის მსხვერპლი.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს იძლევა, ამიტომაც  აუცილებელია ახალგაზრდობა აქტიურად იყოს ჩართული კამპანიაში. ეს ხელს შეუწყობს არაძალადობრივი კულტურის შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 709 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0