პარასკევი, 26.04.2024, 03:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » ლიდერ გოგონათა სკოლის მეხუთე გამოშვება
14:15
ლიდერ გოგონათა სკოლის მეხუთე გამოშვება

ფონდი „სოხუმის“ ლიდერ გოგონათა სკოლამ მე-5 გამოშვება მოამზადა. ერთწლიანი საქმიანობის შესაფასებლად გოგონები ბოლო, შემაჯამებელ ვორკშოპზე შეიკრიბნენ.

რა ცვლილებები მიიღეს, რას მიაღწიეს, რა გავლენა იქონიეს საზოგადოებაზე - ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად მონაწილეებმა ჯგუფურად, ქალაქების მიხედვით  იმუშავეს. შეხვედრას ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქსელური მუშაობა შეაჯამეს.

საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამშვიდობო აქციები, სპორტული ღონისძიებები,  ვიქტორინები, კონკურსები, 50-ზე მეტი აქტივობა 16-დღიან კამპანიაში...  - მიღებულმა შედეგებმა აჩვენა გავლენა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ექვსივე ქალაქში მათი აქტიურობით განხორციელდა.

დასასრულს, ლიდერთა სკოლის წევრები დიპლომებით, ახალგაზრდული ქსელის წევრები კი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 724 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0