კვირა, 24.11.2024, 02:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 10

25 ნოემბრის აქცია, როგორც მოძალადისადმი ნულოვანი ტოლერანტულობის გამოხატულება; 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებები; კამპანიაში ჩართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ დანახული ძალადობის პრობლემა და დისკუსიები მისი დაძლევის გზებზე;  შეხვედრები ფონდის ფსიქოლოგთან და იურისტთან; საუბრები - ჯანსაღი კომუნიკაცია ოჯახში, საზოგადოებაში, როგორც ძალადობის პრევენციის საუკეთესო საშუალება.

ეს და სხვა თემები გაშუქდა ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებულ გადაცემაში.

წელს კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა შეხვედრებს სკოლებში. ინტერვიუებში პედაგოგები მაღალ შეფასებას აძლევენ არასამთავრობო სექტორის  როლს  ახალგაზრდების  ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით: „სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას, მაგრამ სულ სხვა ეფექტი აქვს კვალიფიციურ არასამთავრობოებთან ურთიერთობას. ამიტომ მივესალმებით ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობას“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2014

 

10 დეკემბერს, ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ოჯახში ძალადობის ბრძოლის სტრატეგიული მექანიზმები“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების, მასმედიის წარმომადგენლები და აქტივისტი ქალები.

შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. ბოლოს მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 736 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2014

 

კამპანიის ბოლოს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ემთხვევა, ფონდმა „სოხუმმა“ ტელეგადაცემა მიუძღვნა. ფონდის ჟურნალისტებთან ერთად სტუდიაში  პრესის, ტელევიზიის, ინტერნეტსააგენტოების ჟურნალისტები, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე იურისტები, ფსიქოლოგები შეიკრიბნენ.

როგორია მედიის როლი ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში;  რამდენად არის დაცული მედიასტანდარტები; რამდენად ჩანს მედიის პასუხისმგებლობა იმაში, რომ არა მარტო გააშუქონ საკითხი, არამედ თვალსაჩინო გახადონ პრობლემის მიზეზები; სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლობა და რეაგირების პროცესი; აჩვენონ მოძალადის დასჯის, ან  პირიქით - არასათანადო დასჯის პრეცენდენტები. ხაზგასმული იყო, რომ მედიას, როგორც არავის,  ხელეწიფება, ხელი შეუწყოს ძალადობის პრევენციას და აქ იკვეთება ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

გადაცემაში ჩართული იყო სიუჟეტი, სადაც გამოჩნდა პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულება.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0