კვირა, 24.11.2024, 02:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 11

11 დეკემბერს გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთორმეტე სხდომა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა აქტიურად იმსჯელეს ქუთაისის გენდერულ პოლიტიკაზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციები განსახილველად გადაეცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

 

წლის ბოლოს ოზურგეთელ ჟურნალისტებთან შეხვედრა განსხავებულად ჩატარდა - ისინი ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოვიწვიეთ, რომ მეტი გაეგოთ კლუბის შესახებ - როგორ მუშაობს, რა ტრადიციები აქვს, როგორ ხდება პრობლემების ადვოკატირება...

ჟურნალისტებმა ისაუბრეს გენდერული თემატიკის აქტუალობაზე და თავიანთ ჩართულობაზე ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარებაში.

ტელეკომპანია „გურიის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა საინფორმაციო პროგრამა „ფაქტში“ გააშუქეს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 663 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

 

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებაში ამომრჩეველ ქალთა კლუბის როლი, კლუბის ერთწლიანი მუშაობის შეფასება,  თანამშრომლობა ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და მასმედიასთან - ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა კლუბის შეხვედრაზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა - მოწვეულნი იყვნენ ოზურგეთის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები. ითქვა, რომ კლუბი ახლოს იცნობს მოსახლეობის პრობლემებს და ხელს უწყობს მათ მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლების,  გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა თუ ჟურნალისტების მხარდაჭერით.

შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად წამოიჭრა ყოფილი ქალი პატიმრების პრობლემა - კლუბის წევრები პრობლემის ადვოკატირებას გეგმავენ ამ კატეგორიის ქალბატონების რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის მიზნით.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქუთაისში, ყოფილ კულინარიულ სასწავლებელში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე.

დევნილთა ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა შენობის რეაბილიტირება და დაკანონება. მათ გაგზავნილი ჰქონდათ განცხადება დევნილთა და განსახლების სამინისტროში, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. იურისტის დახმარებით გაირკვა, რომ განცხადების შედეგად შენობა შესულია განსახილველ ობიექტთა სიაში. სამინისტროში ასევე გაიგზავნა ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 782 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

 

კამპანიის დღეებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა ზუგდიდის უნივერსიტეტში, ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლაში, ქუთაისის ცენტრალურ პარკში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 სკოლაში.

მაყურებლებმა საინტერესო სანახაობასთან ერთად მიიღეს სანფორმაციო ფურცლები, სცენებში ჩართვის სესაძლებლობა, დისკუსიებში მონაწილეობა, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

-ეს იყო საოცრება. იმდენად რეალური, რომ ძალიან ბევრ მომენტში ჩემი თავი დავინახე. როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდები პროფესიით მსახიობები არ არიან, მივხვდი, რომ ამ ხელობის სწავლა შეიძლება. სურვილი გამიჩნდა, თავად შევქმნა ფორუმ-თეატრი. მსურველი  ბევრი იქნება, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 733 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 41
სტუმარი: 41
მომხმარებელი: 0