ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 05

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გაკეთდა ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საბჭოს წევრების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე (მრგვალი მაგიდა, ვორკშოპები ახალგაზრდებთან).

სხდომაზე შეჯამდა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტი და განხილულ იქნა ახალი  პროექტები, რომლებიც დასაფინანსებლად წარედგინება საკრებულოს. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 652 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

 

3 დეკემბერს ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების ორგანიზებით ქუთაისში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა შეხვედრა პოეტ პაპუნა რევიშვილთან.  

მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდები და მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები.

ბატონმა პაპუნამ წაიკითხა პატრიოტული სულისკვეთებით და ქალისადმი მიძღვნილი ლექსები. შემდეგ  გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ ძალადობა ბოროტებაა, ქალთა მიმართ ძალადობა კი ბოროტებასთან ერთად უსუსურობაცაა.

 

5 დეკემბერს ლიდერ გოგონათა სკოლის წარმომადგენლებმა, ზუგდიდის ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს და 16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.  

ამავე დღეს ქუთაისის მე-13 სკოლაში, ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა მოსწავლეებს  უჩვენეს ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, შემდეგ კი ფილმში ასახულ ძალადობის პრობლემაზე იმსჯელეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

 

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით წყალტუბოში ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები. გამარჯვებული გახდა გაგა უშვერიძე გამგეობიდან, რომელსაც  ფონდი „სოხუმის“ მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა. დანარჩენი მონაწილეები  სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამ აქციით ადგილობრივმა მთავრობამ  პროტესტი გამოხატა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 823 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

 

დღეს გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-11 სხდომა, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ქალაქის გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე შეიმუშავა  გენდერულმა საბჭომ  გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ამოცანა, რომელიც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გეგმაშია შესული, უკვე გათვალისწინებულია სენაკის 2015 წელს  ბიუჯეტში. 

დღის წესრიგის თანახმად, საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები 2014   წლის ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის თაობაზე, რომელიც მათ ოქტომბერში განახორციელეს. საბჭოს წევრების თქმით, მონიტორინგის დროს მათ საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის შეედარებინათ 2012 და 2013 წლების ბიუჯეტები და გენდერული ასპექტების გათვალისწინებით შეემუშავებინათ რეკომენდაციები 2015 წლის ბიუჯეტისთვის.

საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ შეკრებილებს გააცნო საბჭოს პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც მიმართულია სენაკის საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და ახალგაზრდა მშობლების ინფორმირებულობის გაზრდისაკენ გენდერის, ძალადობისა და ეკოსანიტარიის საკითხებზე.

პროექტი უკვე განიხილეს და მოიწონეს საკრებულოს სხდომაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სენაკის საკრებულო მზადაა პროექტის თანადაფინანსებისათვის ფონდ „სოხუმთან“ ერთად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 644 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0