16 დეკემბერს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 ქალბატონმა, რომელთა შორის იყვნენ კლუბის ახალი წევრები.
შეკრებილებმა ისაუბრეს ჩატარებულ აქტივობებზე, 16-დღიან კამპანიაში ჩართულობაზე, გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე და კლუბის მნიშვნელოვან როლზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში.
დაიგეგმა მომავალი შეხვედრების საკითხები, მათ შორის - სხვადასხვა სოციალური პრობლემის ადვოკატირების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|